პროფესია - HR მენეჯერი: რეკრუტინგი, ადმინისტრირება, სტრატეგიული HR

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 19 დეკემბერს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო მასტერკლასზე: "პროფესია - HR მენეჯერი: რეკრუტინგი, ადმინისტრირება, სტრატეგიული HR"

📌 შეხვედრას წარუძღვება სმარტ აკადემიის, HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის ლექტორი - ლიკა კოვზირიძე, რომელიც არის ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით.

ლიკა ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

რა მიმართულებებს ფარავს HR კომპანიაში;
რა თვისებები უნდა ჰქონდეს HR მენეჯერს;
შერჩევის როლი ადამიანური რესურსების მართვაში;
სტრატეგიული HR-ის როლი;
შეფასების სისტემის ციკლი;
ორგანიზაციული კვლევები და HR ანალიტიკა.

✨ ლექციის ბოლოს გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი და მოვისმენთ კითხვებს მსმენელებისგან

დარეგისტრირდი ონლაინ შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული ?


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

IT ბიზნეს ანალიზის კურსი - GITA

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურთ ორგანიზაციაში ჩამოაყალიბონ სწავლებისა და განვითარების (Learning & Development/L&D) თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ეფექტური სისტემა.

ყველა კურსი