HR ადმინისტრირება 360°: პრაქტიკა, შრომის კოდექსი და გაციფრულება

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 11 მაისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ვებინარზე: "HR ადმინისტრირება 360°: პრაქტიკა, შრომის კოდექსი და გაციფრულება", სადაც განვიხილავთ HR ადმინისტრირების მთავარ მიმართულებებს:

ვებინარზე განვიხილავთ:
• როგორ უნდა შექმნა ადმინისტრაციული პროცესები პრაქტიკაში - პროცედურებიდან დოკუმენტაციამდე
• როგორ გადაიყვანო HR პროცესები ციფრულ სისტემაში და შექმნა შენზე მორგებული სამუშაო მოდელი
• როგორ გამოიყენო შრომითი სამართლის ძირითადი პრინციპები HR კონტექსტში

📌 დამატებით, ვებინარის ფარგლებში განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას: შრომითი მიგრაცია - როგორ მართო პროცესი სწორად და აირიდო რისკები.

 ვებინარს გაუძღვებიან კურსის ლექტორები:
• ლელა კეკუა - საერთაშორისო კომპანიის HR მენეჯერი, სადაც თანამშრომლების 70% შრომითი მიგრანტია; ლელა გაგიზიარებთ რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც მის 15 წლიან გამოცდილებას ეფუძნება - როგორც შრომითი მიგრაციის საკითხებში, ასევე კურსში დაფარულ HR ადმინისტრირების პრაქტიკულ ნაწილში
• გელა ჩიღოშვილი - იურისტი და შრომის სამართლის ექსპერტი, 10 წლიანი პროფესიული გამოცდილებით; შრომითი ინსპექციის ზედამხედველ ორგანოში მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგიზიარებთ შრომითი მიგრაციის პროცესებთან დაკავშირებულ რისკებსა და პრაქტიკულ მიდგომებს, ასევე შრომის სამართლის ძირითად პრინციპებსა და მათ გამოყენებას HR კონტექსტში

✨ დარეგისტრირდი და თავად ნახე როგორ მუშაობს HR ადმინისტრირება პრაქტიკაში



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციების პრაქტიკულ გამოყენებას, რათა შეძლონ რეალური სამუშაო და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ყველა კურსი