ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი
-
- ლექტორი ანი რატიანი, ლევან ღავთაძე
-
- შეხვედრები
-
ფიზიკურად+ონლაინ
7 თვე, 37 შეხვედრა - 100+ სთ
-
- დაწყების თარიღი
- 15 სექტემბერი
-
სამშაბათი 20:00-22:30 სთ
პარასკევი 20:00 - 22:30 სთ
ღირებულება 2700 ₾ 2500 ₾
განვადებით თვეში 78 ₾-დან
შეხვედრების განრიგი
ინტერიერის დიზაინის თეორიული ნაწილი და Archicad-ის შეხვედრები ჩატარდება სამშაბათსა და პარასკევს, 3ds Max-ისა და ექსტერიერის დიზაინის შეხვედრები - სამშაბათსა და ხუთშაბათს.
შეხვედრების დიდი ნაწილი ჩატარდება ჰიბრიდულად.
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანი
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.
კურსი ასევე მოიცავს თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას ვიზუალიზაციის პროცესში, ინტერიერისა და ექსტერიერის ანიმაციის შექმნას, კლიენტთან მუშაობის, ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის საბოლოო პრეზენტაციის პრინციპებს. კურსის დასრულების შედეგად მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან 2 სრულყოფილი ინტერიერის პროექტი და პროფესიული პორტფოლიო, რომელიც მათი შემდგომი კარიერული განვითარებისა და რეალურ პროექტებზე მუშაობისთვის იქნება გამოყენებული.
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- ინტერიერის სივრცის ფუნქციურად დაგეგმვას, ზონირებასა და ავეჯის განლაგებას ერგონომიკისა და სივრცის სტანდარტების გათვალისწინებით;
- ინტერიერისთვის ფერების, მოსაპირკეთებელი მასალებისა და განათების სწორად შერჩევასა და ერთმანეთთან კომბინირებას;
- აზომვითი მასალებისა და არსებული ნახაზების საფუძველზე ინტერიერის ტექნიკური ნახაზების შექმნასა და დამუშავებას;
- Archicad-ში ინტერიერის გეგმების, ჭრილების, იატაკის, სანტექნიკისა და ელექტროობის გეგმების მომზადებას და პროექტის საბოლოო მასალის დალაგებას;
- 3ds Max-ში ინტერიერისა და ექსტერიერის სცენების შექმნასა და სხვადასხვა ობიექტის მოდელირებას;
- კამერების, განათებისა და მასალების სწორად გამოყენებას და Corona Renderer-ის საშუალებით ფოტორეალისტური რენდერების შექმნას;
- რენდერების დამუშავებას Corona-სა და Photoshop-ში, ვიზუალური მასალის პროფესიულად მომზადებასა და პროექტის პრეზენტაციას;
- AI ინსტრუმენტების გამოყენებას ტექსტურების, 3D მოდელების, ადამიანების, ვიზუალიზაციებისა და ვიდეოკონტენტის შესაქმნელად;
- ინტერიერისა და ექსტერიერის სცენებისთვის კამერისა და ობიექტების ანიმაციების შექმნას და საბოლოო ვიდეომასალის მომზადებას;
- კლიენტის საჭიროებების გამოვლენას, პროექტის შეთავაზების, ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას;
- ავეჯის კონსტრუქციული დაგეგმვისა და პროექტირების პროცესის აღწერას, მათ შორის BAZIS WOODWORKER-ში პროექტირების ძირითადი ეტაპების განსაზღვრას;
- დასრულებული ინტერიერის პროექტის პროფესიულად წარდგენას და მიღებული ნამუშევრების საფუძველზე პორტფოლიოს შექმნას.
კურსის ტექნიკური წინაპირობები
- შესაბამისი კომპიუტერული უზრუნველყოფა
- პროგრამები: Archicad, 3ds Max, Corona, Photoshop