სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

ღირებულება 790 ₾

განვადებით თვეში 25 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ შეხება სოციალურ მედიასთან და სურთ რეკლამის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს. 

სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ: 

  • რეკლამის მნიშვნელობა სოციალურ მედიაში
  • რეკლამის შედეგების გაზომვის ტერმინოლოგია
  • Meta Ads Manager, LinkedIn Campaign Manager, TikTok Ads
  • Meta-ს სარეკლამო აუქციონის პრინციპების გააზრება
  • Meta Pixel, ვებსაიტის კონვერსიის ფანელი და სტანდარტული ივენთები
  • საუკეთესო პრაქტიკები სხვადასხვა ტიპის რეკლამისთვის
  • Ads Reporting
  • სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება სოციალური მედიისთვის
  • სარეკლამო კამპანიების აწყობა დასახული მიზნების შესაბამისად
  • ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოება
  • შედეგების გაზომვა და რეკლამის ოპტიმიზაცია
  • A/B ტესტირებისა და scaling მიდგომის გამოყენება რეკლამის ეფექტურობის გასაზრდელად

სასწავლო კურსის მოთხოვნები:

სოციალური მედია მარკეტინგის საბაზისო დონეზე ცოდნა, ინგლისურის ცოდნა B1 დონეზე.


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

Microsoft Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

ყველა კურსი