ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლები

ღირებულება 990 ₾

განვადებით თვეში 31 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლების კურსის მიზანია, რომ კურსდამთავრებულმა შეძლოს ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირება მონაცემთა ბაზის პროგრამირების PL/SQL ენის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია Oracle მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის პროფესიული პრობლემების გადაჭრასთან.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ: 

  • PL/SQL ობიექტების შექმნა, მოდიფიკაცია და გაუქმება 
  • გამონაკლისების ეფექტურად მართვა
  • Oracle მონაცემთა ბაზის სტანდარტული პაკეტებით სარგებლობა
  • ობიექტის ტიპებთან და კოლექციებთან ეფექტურად მუშაობა
  • მიზნის ფარგლებში განსაზღვრონ ამოცანების სპექტრი და აირჩიონ მათი გადაჭრის საუკეთესო გზები, მოქმედი სამართლებრივი ნორმების, არსებული რესურსებისა და შეზღუდვების საფუძველზე

სასწავლო კურსის წინაპირობები: 

  • სტუდენტს უნდა ჰქონდეს ORACLE SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების საკმარისი ცოდნა
  • რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე 
  • ინტერნეტთან წვდომა
  • პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი
  • Google account

ვის შეუძლია კურსის გავლა?

ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით

ლექტორის შესახებ

  • სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება.
  • 2018 წლიდან დღემდე დასაქმებულია ეროვნულ ბანკში, სადაც 2020 წლიდან იკავებს აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში.
  • 2018 წლიდან დღემდე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით.
  • 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით.
  • ის არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate და Microsoft Technology Associate: Database Fundamentals

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

AGILE გუნდის ფასილიტაცია

AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს განავითაროს ფასილიტატორის აზროვნება, ცოდნა და უნარები, მიიღოს გამოცდილება პრაქტიკოსისგან და აქტიურად ჩაერთოს სწავლებაში.

ციფრული პროდუქტების ტესტირება GITA

ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, შეძლოს პროექტების მართვის ინსტრუმენტების გამოყენება, დაგეგმოს კარიერული გზა და მოემზადოს გასაუბრებისთვის.

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

ყველა კურსი