ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლები

ღირებულება 990 ₾

განვადებით თვეში 31 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლების კურსის მიზანია, რომ კურსდამთავრებულმა შეძლოს ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირება მონაცემთა ბაზის პროგრამირების PL/SQL ენის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია Oracle მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის პროფესიული პრობლემების გადაჭრასთან.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ: 

  • PL/SQL ობიექტების შექმნა, მოდიფიკაცია და გაუქმება 
  • გამონაკლისების ეფექტურად მართვა
  • Oracle მონაცემთა ბაზის სტანდარტული პაკეტებით სარგებლობა
  • ობიექტის ტიპებთან და კოლექციებთან ეფექტურად მუშაობა
  • მიზნის ფარგლებში განსაზღვრონ ამოცანების სპექტრი და აირჩიონ მათი გადაჭრის საუკეთესო გზები, მოქმედი სამართლებრივი ნორმების, არსებული რესურსებისა და შეზღუდვების საფუძველზე

სასწავლო კურსის წინაპირობები: 

  • სტუდენტს უნდა ჰქონდეს ORACLE SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების საკმარისი ცოდნა
  • რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე 
  • ინტერნეტთან წვდომა
  • პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი
  • Google account

ვის შეუძლია კურსის გავლა?

ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით

ლექტორის შესახებ

  • სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება.
  • 2018 წლიდან დღემდე დასაქმებულია ეროვნულ ბანკში, სადაც 2020 წლიდან იკავებს აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში.
  • 2018 წლიდან დღემდე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით.
  • 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით.
  • ის არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate და Microsoft Technology Associate: Database Fundamentals

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსის მიზანია მონაწილეებმა საფუძვლიანად შეისწავლონ Oracle Database და რელაციური მონაცემთა ბაზების მუშაობის პრინციპები, SQL ენის გამოყენებით მონაცემების მოძიება, დამუშავება და მართვა.

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.

ვიდეო მონტაჟი - ADOBE PREMIERE PRO

სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეო ედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.

არტ დაირექშენი

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

ყველა კურსი