Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი

ღირებულება 1790 ₾ 1630 ₾

განვადებით თვეში 51 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსის მიზანია მონაწილეებმა საფუძვლიანად შეისწავლონ Oracle Database და რელაციური მონაცემთა ბაზების მუშაობის პრინციპები, SQL ენის გამოყენებით მონაცემების მოძიება, დამუშავება და მართვა. კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან მონაცემთა ბაზის სტრუქტურის დაგეგმვას, query-ების წერას, მონაცემების მანიპულაციას (DML), ობიექტების შექმნა-მართვას (DDL), მომხმარებლებისა და უსაფრთხოების მართვას, ასევე შესრულების ოპტიმიზაციისა და საბაზისო Backup/Recovery კონცეფციებს. სწავლების შედეგად მონაწილეები შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან და მართონ Oracle მონაცემთა ბაზები, დაწერონ ეფექტური SQL query-ები და გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ პრაქტიკულ ამოცანებსა და პროექტებში.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • გააცნობიერონ რელაციური მონაცემთა ბაზების (RDBMS) პრინციპები და Oracle Database-ის არქიტექტურა;
  • განახორციელონ Oracle Database-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება საბაზისო დონეზე;
  • იმუშაონ SQL Developer Tools-ით და გამოიყენონ SQL-ის ძირითადი სტრუქტურები (SELECT, WHERE, GROUP BY, HAVING, ORDER BY);
  • შექმნან, შეცვალონ და მართონ მონაცემთა ბაზის ობიექტები — Tables, Views, Indexes, Sequences, Synonyms, Users;
  • გამოიყენონ Aggregate და Single-row Functions მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგებისთვის;
  • შექმნან და გამოიყენონ Joins, Subqueries და Set Operators კომპლექსური Query-ების შესაქმნელად;
  • განახორციელონ მონაცემთა მანიპულაციები DML ოპერაციებით (INSERT, UPDATE, DELETE, MERGE) და მართონ ტრანზაქციები (COMMIT, ROLLBACK, SAVEPOINT);
  • შექმნან და მართონ Constraints (PRIMARY KEY, FOREIGN KEY, CHECK) მონაცემთა მთლიანობის შესანარჩუნებლად;
  • განახორციელონ მომხმარებლებისა და უფლებების მართვა (Users, Roles, Privileges) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სასწავლო კურსის მოთხოვნები:

  • რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე

ვის შეუძლია კურსის გავლა?

  • ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით

ლექტორის შესახებ

  • სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20+ წლიანი გამოცდილება;
  • 2018-2022 წლებში დასაქმებული იყო ეროვნულ ბანკში, სადაც 2020-2022 წლებში იკავებდა აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში;
  • 2018-2022 წლებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით;
  • 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით;
  • ამჟამად, სოსო იკავებს სისტემის ანალიტიკოსის პოზიციას TBC ბანკში;
  • ის არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

არჩილ ბრეგვაძე

 ინტენსიური კურსი იყო, ყველა ლექცია მნიშვნელოვანი, დატვირტული დავალებებითა და ქვიზებით. ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალია, საინტერესოდ და გასაგებად ხსნიდა ლექციებს, კითხვებს ამომწურავად პასუხობდა 

ანონიმური შეფასება

ლექტორი არის ძალიან კომფორტული, გასაგებად მოსაუბრე, ყურადღებიანი, ახსნის ძალიან კარგი უნარით. კურსი იყო ძალიან საინტერესო, ბევრი რამ ვისწავლე.

ანონიმური შეფასება

ლექტორი ხსნიდა პრაქტიკულ და თეორიულ მასალას ძალიან კარგად, გასაგებად. დადებითად შევაფასებდი კურსსაც და ლექტორსაც. აკადემიის მხრიდან მივიღე მაქსიმალური მხარდაჭერა.

თამარი გიგაური

სალექციო კურსმა ჩემთვის ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ყველა მასალა განხილული იყო ამომწურავად და პრაქტიკული სავარჯიშოები ამ ყველაფრის აღქმაში გვიწყობდა ხელს. თავად ლექტორი საუკეთესოა.

თამარ არევაძე

კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველა ის საჭირო და აუცილებელი პრინციპები, რომლებიც პრაქტიკულ მუშაობაში დამეხმარება  სრულად

ანა ნებიერიძე

კურსზე ტექნიკური მხარე სრულიად გამართული და კომფორტული იყო. აღფრთოვანებული დავრჩი ბატონი სოსოთი - ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს მაქსიმალურად განვითარებული.

სანდრო კოპალიანი

ლექტორი ყოველ ლექციაზე იყო სათანადოდ მომართული, სტუდენტთა განვითარებაზე. ახსნა და საუბარიც ძალიან საინტერესოდ გამოსდიოდა. არის პროფესიონალი თავისი საქმისა.

მარიამ გაფრინდაშვილი

უკეთესად გავიაზრე Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრინციპები, მათი შექმნა, რედაქტირება, განახლება, ინფორმაციის ფილტრაცია და სხვადასხვა საჭირო მანიპულაცია.  სრულად

ანონიმური შეფასება

ლექტორი არის საუკეთესო, ფაქტობრივად არ ტოვებს კითხვას, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეს. ისე ხსნის წარმოუდგენელია ადამიანმა ახსნილი ვერ გაიგოს. კურსი არის მოცულობითი და საინტერესო.

დავით გორგილაძე

SQL-ის კურსის მეშვეობით განმივითარდა მონაცემებთან მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებული უნარები, რომელიც გამოიყენება სხვა მონაცემთა მართვის პროგრამებისთვისაც, ვინაიდან მონაცემებთან მუშაობის ლოგიკა მსგავსია. სრულად

ირინა მათიაშვილი

ლექტორი ძალიან გასაგებად ხსნიდა მასალას. მუდამ მზად იყო უკუკავშირისთვის. ძალიან საინტერესოდ ჩაიარა კურსმა.

ნინო კაკალაშვილი

კურსმა მოლოდინს გადააჭარბა. ლექტორი ყველა მასალას ხსნიდა გასაგებად, სავარჯიშოები და პრაქტიკული მასალა იყო გასაგებად ახსნილი. ლექტორს შევაფასებ 10/10. 

ანონიმური შეფასება

ლექტორი იყო თითოეულ თემაში ძალიან ამომწურავი. საინტერესო მაგალითებით ხსნიდა ყველაზე რთულ თემებსაც, რომ მარტივად აღქმადი ყოფილიყო კონკრეტული უნარების პრაქტიკაში გამოყენება.


სხვა კურსები

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან.

AGILE გუნდის ფასილიტაცია

AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს განავითაროს ფასილიტატორის აზროვნება, ცოდნა და უნარები, მიიღოს გამოცდილება პრაქტიკოსისგან და აქტიურად ჩაერთოს სწავლებაში.

ყველა კურსი