რატომ არის სოციალური მედია მარკეტერის პროფესია ასეთი მოთხოვნადი?

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 5 სექტემბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: ,,რატომ არის სოციალური მედია მარკეტერის პროფესია ასეთი მოთხოვნადი?''

ლექციაზე გაიგებ, რატომ უნდა ისწავლო მსოფლიოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი პროფესია - სოციალური მედია მარკეტინგი და რა უპირატესობები აქვთ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს.

☀️ ალექსანდრა კნიაზიანი მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას და მოგვიყვება როგორ გახდა სოციალური მედიის სპეციალისტი

✨ ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

✨ რა არის სოციალური მედია მარკეტინგი - ზოგადი მიმოხილვა

✨ რა უნდა იცოდე, რომ იმუშაო სოციალურ მედიაში

✨ რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია თანამედროვე ბაზარზე

✨ რა მოვალეობები და უნარები აქვს სოციალური მედიის მენეჯერს

✨ რა ტიპის კომპანიებს სჭირდებათ სოციალური მედიის მენეჯერი

✨ რამდენია ანაზღაურება როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე

✨ რამდენ ხანშია შესაძლებელი სოციალური მედიის მართვის შესწავლა

?‍♀️ ვინ არის ალექსანდრა კნიაზიანი?

✨ ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. იგი ასევე არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან.

✨ 6+ წლიანი გამოცდილების განმავლობაში უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, Raffaello, Magnum, Phaiser, Coca-Cola, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, Manamo, თბილისის მარათონი და სხვა.

✨ ალექსანდრა არის GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მოღვაწეობის 5 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტებული ჟურნალისტი.

✨ ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: TV და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სატელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც.მედიის ტექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა.

❤ დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურთ ორგანიზაციაში ჩამოაყალიბონ სწავლებისა და განვითარების (Learning & Development/L&D) თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ეფექტური სისტემა.

UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ისწავლე მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ყველა კურსი