როგორ გავხდეთ Apple-ის, Tesla-ს, Microsoft-ისა და სხვა კომპანიების აქციონერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨ 18 ივნისს, 18:00 საათზე სმარტ აკადემია და საქართველოს ბანკი გიწვევს შეხვედრაზე, სადაც გავიგებთ, რა ძალა აქვს ინვესტიციებს და ვისაუბრებთ იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ ცნობილი კომპანიების აქციონერები.

📌 შეხვედრას გახსნის კომპანია ,,ციტადელის'' ბიზნესის განვითარების დირექტორი დავით ხაჩიძე, რომელიც ისაუბრებს ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საკითხებზე: როგორ გავანაწილოთ და დავხარჯოთ ფინანსები, როგორ გავთვალოთ გრძელვადიანი ფინანსური მიზნები, როგორ დავზოგოთ ფული სწორად, რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირება, როგორც კაპიტალის დაგროვების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რა არის აქცია, რა არის დივიდენდი და ა.შ.

📌 შეხვედრას გააგრძელებს ,,გალტ ენდ თაგარტის'' CFA და საცალო საინვესტიციო პლატფორმის უფროსი ანა ნაჭყებია, რომელიც მოგვიყება, რა არის საფონდო ბირჟა, რომელი საფონდო ბირჟები არსებობს, რა პროდუქტები შეიძლება იყიდო აქ, რატომ არის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება თანხის დაზოგვისთვის და ა.შ. ასევე მიმოიხილავს საფონდო ბირჟის ისტორიას და მოგვიყვება ცნობილი მაგალითების შესახებ. ასევე მიმოიხილავს საფონდო ბირჟის ისტორიას და მოგვიყვება ცნობილი მაგალითების შესახებ.

? ანა გაგვაცნობს საქართველოს ბანკის ახალ პლატფორმას, რომელიც მობაილ ბანკშია ჩაშენებული და საფონდო ბირჟაზე ინვესტირების პროცესს ამარტივებს.

📌 ასევე გაიგებ, როგორ შეიძლება გავხდეთ ცნობილი კომპანიების აქციონერები და როგორ აისახება ამ ბრენდების წარმატებული მუშაობა ჩვენს ფინანსებზე

⚡ შეხვედრა ჩატარდება ტერმინალში (ი. აბაშიძის ქ. 34)

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შემოგვიერთდი 18 ივნისს, 18:00 საათიდან

✌️ დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 100 ადამიანი


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ყველა კურსი