ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ღირებულება 3000 ₾ 2700 ₾

განვადებით თვეში 84 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.

კურსი ასევე მოიცავს თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას ვიზუალიზაციის პროცესში, ინტერიერისა და ექსტერიერის ანიმაციის შექმნას, კლიენტთან მუშაობის, ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის საბოლოო პრეზენტაციის პრინციპებს. კურსის დასრულების შედეგად მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან 2 სრულყოფილი ინტერიერის პროექტი და პროფესიული პორტფოლიო, რომელიც მათი შემდგომი კარიერული განვითარებისა და რეალურ პროექტებზე მუშაობისთვის იქნება გამოყენებული.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ინტერიერის სივრცის ფუნქციურად დაგეგმვას, ზონირებასა და ავეჯის განლაგებას ერგონომიკისა და სივრცის სტანდარტების გათვალისწინებით;
  • ინტერიერისთვის ფერების, მოსაპირკეთებელი მასალებისა და განათების სწორად შერჩევასა და ერთმანეთთან კომბინირებას;
  • აზომვითი მასალებისა და არსებული ნახაზების საფუძველზე ინტერიერის ტექნიკური ნახაზების შექმნასა და დამუშავებას;
  • Archicad-ში ინტერიერის გეგმების, ჭრილების, იატაკის, სანტექნიკისა და ელექტროობის გეგმების მომზადებას და პროექტის საბოლოო მასალის დალაგებას;
  • 3ds Max-ში ინტერიერისა და ექსტერიერის სცენების შექმნასა და სხვადასხვა ობიექტის მოდელირებას;
  • კამერების, განათებისა და მასალების სწორად გამოყენებას და V-Ray-ის საშუალებით ფოტორეალისტური რენდერების შექმნას;
  • რენდერების დამუშავებას V-Ray-სა და Photoshop-ში, ვიზუალური მასალის პროფესიულად მომზადებასა და პროექტის პრეზენტაციას;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენებას ტექსტურების, 3D მოდელების, ადამიანების, ვიზუალიზაციებისა და ვიდეოკონტენტის შესაქმნელად;
  • ინტერიერისა და ექსტერიერის სცენებისთვის კამერისა და ობიექტების ანიმაციების შექმნას და საბოლოო ვიდეომასალის მომზადებას;
  • კლიენტის საჭიროებების გამოვლენას, პროექტის შეთავაზების, ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას;
  • ავეჯის კონსტრუქციული დაგეგმვისა და პროექტირების პროცესის აღწერას, მათ შორის BAZIS WOODWORKER-ში პროექტირების ძირითადი ეტაპების განსაზღვრას;
  • დასრულებული ინტერიერის პროექტის პროფესიულად წარდგენას და მიღებული ნამუშევრების საფუძველზე პორტფოლიოს შექმნას.

კურსის ტექნიკური წინაპირობები


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

ყველა კურსი