რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

ღირებულება 1500 ₾ 1200 ₾

განვადებით თვეში 38 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსის შეხვედრები

კურსი მოიცავს 20 სალექციო და 40 პრაქტიკულ საათს.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

კურსი გთავაზობთ ინოვაციურ მიდგომას, რაც გულისხმობს თქვენს ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესში პროფესიონალი მენტორების მხარდაჭერით. ეს მოდელი მოგცემთ შესაძლებლობას განავითაროთ რეკრუტერისთვის ყველა საჭირო უნარი და გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ

  • სამუშაოს ანალიზის პროცესი და ორგანიზაციული საჭიროებების იდენტიფიცირება; 
  • სამუშაოს შეფასება და სამუშაოს აღწერილობა; 
  • რეკრუტინგის საუკეთესო პრაქტიკები, პლატფორმები, არხები და შრომითი ბაზრის ანალიზი; 
  • კანდიდატთა ბაზის წარმოება და  ადამიანური კაპიტალის ნაწილში ბიზნეს უწყვეტობის პროგრამების შემუშავება; 
  • გასაუბრებისა და შეფასების მეთოდები; 
  • რეკრუტინგის პროცესის ეფექტურობის გაზომვა;
  • ATS-ში (Applicant Tracking Systems) მუშაობა და კანდიდატთა გამოცდილებაზე ზრუნვა, კანდიდატთა ბაზების წარმოება; 
  • მომავლის პროფესიების რეკრუტინგი, გადმობირების სტრატეგიები და პრაქტიკები.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • პრაქტიკული კურსის მონაწილეს პრაქტიკის დავალებების შესასრულებლად და პრაქტიკის სხვა აქტივობებისთვის უნდა შეეძლოს დაახლოებით 10 საათის დათმობა თითოეულ კვირაში, 1 თვის განმავლობაში.

ლექტორები

ლიკა კოვზირიძე

  • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის  მმართველი პარტნიორი;
  • 20+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით (კვლევითი, HR, საოპერაციო);
  • ასევე აქვს სამუშაო  გამოცდილება წამყვან საერთაშორისო და ქართულ კომპანიებში, სხვადასხვა ინდუსტრიებში (FMCG, საკონსულტაციო,  საბანკო, სამშენებლო);
  • არის საერთაშორისო ქოუჩინგის სკოლის, ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი.


სოფო კაჭარავა

  • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის  პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით. 
  • იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
  • მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
  • აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

ფინანსების მართვის გაძლიერებული კურსი

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერების პროფესიული ცოდნის გაღრმავება უფრო რთული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც განაპირობებს ბიზნესის მართვის ხარისხის ამაღლებას, რისკების მინიმიზაციას და გრძელვადიანი სტრატეგიული ზრდის უზრუნველყოფას.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფერო ჩვენს რეალობაში, ამიტომ მოგვეთხოვება, რომ მუდამ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენი ცოდნით და შესაძლებლობებით. კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.

ვიდეო კონტენტის შექმნა

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

ყველა კურსი