პროფესია: მარკეტერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 18 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: ,,პროფესია: მარკეტერი''

?  ლექციაზე გაიგებ, რატომ უნდა ისწავლო მარკეტინგი და რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს მარკეტერის პროფესიას

☀️ ქეთი მეფარიძე მიმოიხილავს თავის კარიერულ მოგზაურობას და გვიამბობს როგორ გახდა მარკეტერი

📌 ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 კამპანიებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობა ბრენდის შენების პროცესში

📌 ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები: მარკეტერისა და კრეატიული სააგენტოების თანაცხოვრება

📌 რა არის ის აუცილებელი უნარები და თვისებები, რაც უნდა ჰქონდეს მარკეტერს

?‍♀️ ვინ არის ქეთი მეფარიძე?

ქეთი მეფარიძე თიბისის მარკეტერი და LEVEL C-ს (ბრენდინგის სწავლების საერთაშორისო პროგრამის) სერტიფიცირებული სპეციალისტია.

ქეთის გამოცდილება მოიცავს როგორც საბანკო, ისე სარეკლამო სფეროში მუშაობას და 20-ზე მეტ, ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას. სარეკლამო ინდუსტრიაში ქეთის გამოცდილება დაკავშირებულია კრეატიულ სააგენტო "ლივინგსტონთან", სადაც იგი ექაუნთ მენეჯერად და ქოფირაითერად მუშაობდა, საფინანსო ინდუსტრიაში კი - საქართველოს ბანკთან და ტერაბანკთან.

ქეთი ავტორია მოთხობების კრებულის "მეზობლად", რომელიც პრემია "ლიტერას" ფინალისტი გახდა. იგი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის, "შემოდგომის ლეგენდა", "ინსომნია", "ალუბლობა" და სხვა.

❤ დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული 


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ყველა კურსი