არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

ღირებულება 1400 ₾ 1200 ₾

განვადებით თვეში 38 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

არტ დაირექშენის კურსის მიზანი

არტ დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე,  გუნდთან მუშაობის დროს. 


სასწავლო კურსის შედეგები

არტ დაირექშენის კურსის მსმენელები შეძლებენ

  • არტ დირექტორის როლის, პასუხისმგებლობებისა და სამუშაო პროცესის გაგებას რეალურ ქეისებზე დაყრდნობით;
  • დიზაინის პროცესზე მუშაობას ბრიფიდან საბოლოო შედეგამდე;
  • ბრიფის ანალიზს, კვლევის ჩატარებასა და ინსპირაციის სწორად მოძიებას;
  • იდეის ჩამოყალიბებას სხვადასხვა კონცეპტუალური ტექნიკის გამოყენებით;
  • მუდბორდის შექმნასა და კონცეფციის ვიზუალურად გადმოცემას;
  • ბრენდის ხასიათისა და განწყობის ვიზუალურ სისტემად გადაქცევას;
  • ლოგოს მიმართულების შერჩევასა და ლოგოს დამუშავებას კონცეფციის შესაბამისად;
  • სრული ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებას (ფერები, ტიპოგრაფია, გრაფიკული ელემენტები);
  • ბრენდის ვიზუალურ ადაპტაციას სხვადასხვა პლატფორმასა და არხზე (ციფრული, კამპანია, UI/UX, შეფუთვა და სხვ.);
  • დიზაინ გუნდისთვის ბრიფის სწორად შედგენას;
  • გუნდთან მუშაობას, ფიდბექის მიცემასა და მიღებას;
  • რეალურ ფოტომასალაზე მუშაობას, მოქაფების მომზადებასა და პროდუქტის ვიზუალურად შექმნას;
  • ბრენდის ვიზუალური გაიდლაინებისა და ბრენდბუქის შექმნას;
  • საბოლოო ბრენდ დოკუმენტის მომზადებასა და პრეზენტაციას;
  • საკუთარი ნამუშევრის პროფესიულად წარდგენას და არგუმენტირებულ პრეზენტაციას.


სასწავლო კურსის მოთხოვნები:

  • სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
  • კარგად უნდა ფლობდეს  გრაფიკულ პროგრამებს (Adobe Photoshop, Adobe Illustrator), რათა შეძლოს სხვადასხვა სირთულის პრაქტიკული დავალებების კარგად შესრულება;
  • ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა, რათა მარტივად გაერკვეს ინდუსტრიაში არსებულ ტერმინოლოგიაში.


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ყველა კურსი