MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

ღირებულება 450 ₾ 400 ₾

განვადებით თვეში 13 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

MS Excel კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

MS EXCEL სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტებთან დაკავშირებული  ინფორმაციის მოძიება;
  • ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში, მონაცემთა სტატისტიკური ანალიზისათვის Microsoft Excel-ის პროგრამის უახლესი მიდგომებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება;
  • კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის ელექტრონული სახით ჩაწერა, სისტემატიზაცია, მონაცემების ვიზუალიზაცია, დამუშავება, რაოდენობრივი ანალიზი, შეფასება და დასკვნის გამოტანა;
  • გრაფიკების, ჰისტოგრამებისა და სხვა ფუნქციონალური ფორმების შექმნა;
  • პროგნოზირება, ჰიპოტეზების ტესტირება და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დასკვნების გაკეთება.

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

სოფიო შუბაშიშვილი

 სოფოსთან პირადადაც დავაფიქსირე და აქაც გავიმეორებ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ გავლილი კურსით, დაწყებამდე ვფიქრობდი გამიჭირდებოდა რადგან ნულიდან დავიწყე, თუმცა ძალიან კარგად ხსნიდნენ ყველაფერს  და სრულიად გასაგები იყო.

თეონა კაჭარავა

კმაყოფილი ვარ კურსის შინაარსით, ახსნის მეთოდებით, სავარჯიშოებითა და გავლილი მასალით. ლექტორი გასაგებად და მარტივად ხსნიდა პროგრამით გათვალისწინებულ მასალებს.

ტარიელ ხუბაშვილი

ლექტორით თემო სულუაშვილით ძალიან კმაყოფილი ვარ. გენიალური ლექტორი შემხვდა.

მარიამ შანშაშვილი

კურსი მოიცავდა ზუსტად იმ თემებს რისი სწავლაც მინდოდა, ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც შინაარსით ასევე ტექნიკურ ნაწილში. თემო ძალიან საინტერესოდ ხსნიდა სილაბუსში არსებულ თემებს, პასუხობდა ამომწურავად ჩვენს დასმულ კითხვებს და ცდილობდა ყველა სტუდენტი ყოფილიყო ჩართული ლექციის მიმდინარეობაში.

ნია ფირაშვილი

კურსზე საკმაოდ მოკლე დროში ბევრად ინფორმაციული საკითხები და თან ერთმანეთთან ისე შერწყმული, რომელიც არ ართულებს სამუშაო პროცესს. თემო უპირობოდ საუკეთესო ადამიანი და ლექტორი აღმოჩნდა.

თათია არაბული

ყველანაირი ინფორმაცია ამომწურავად მომაწოდეს კურსის დაწყებამდე. კურსმა საშუალება მომცა შემესწავლა ექსელის ისეთი ნაწილები, რაც ჩემთვის უცნობი იყო. სამომავლოდ აუცილებლად ვურჩევ სხვასაც გაიაროს აღნიშნული კურსი.

ანონიმური შეფასება

 კურსის ტექნიკური და შინაარსობრივი ნაწილი ვფიქრობ სწორედ იყო გაწერილი. სალექციო პროცესი წარიმართა ძალიან საინტერესოდ. ლექტორი არის საკითხის სიღრმისეულად მცოდნე , გადმოცემის უნარი აქვს ძალიან კარგი. ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა სტუნდენტების მიერ დასმული შეკითხვებისადმი და დაუზარელდა გვიხსნიდა ერთსადაიმავე საკითხს არაერთხელ.

უჩა ზურაბაშვილი

 ნაყოფიერი კურსია. ზოგიერთო თემა განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის. გამოცდილი და ადეკვატური ლექტორია თემო.

ნინი კირვალიე

 8 გაკვეთილში იმდენი რამ ვისწავლე, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. თემო არის საოცარი მასწავლებელი, თბილი, ყურადღებიანი. მუდამ მზად დახმარებისთვის... აღარაფერს ვამბობ მის პროფესიონალიზმზე...

დევი წვარაია

კურსით კმაყოფილი ვარ, მოლოდინს გადააჭარბა. ჩემი აზრით კარგად არის გათვლილი მასალის შინაარსი და დრო. დიდი მადლობა თემოს და პროექტის შემქმნელებს საინტერესო და სასარგებლო კურსისთვის. 

ანონიმური შეფასება

პირველი შეხება იყო ჩემი თქვენთან ურთიერთობის და საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ გავლილი კურსით, აქამდეც ყოველთვის დადებითი უკუკავშირი მესმოდა თქვენზე და ნამდვილად გაამართლა მოლოდინებმა. საინტერესო გამოცდილება იყო, მაქსიმალურად ცდილობდა ყველასთვის პროდუქტიული ყოფილიყო არჩეული კურსი?

ანონიმური შეფასება

 კურსის ხელმძღვანელი  იყო ძალიან კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი და კარგი გადმოცემის უნარი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკიდან გამომდინარე მქონდა "ჩავარდნები", დამეხმარა აღმედგინა გაცდენილი დავალებები/ქვიზები. ასევე ჩანაწერები მეხმარებოდა მასალის ათვისებაში. ჩემი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მარტივი რაღაცები მჭირდებოდა მესწავლა, ამ კურსის შედეგად კი ბევრად მეტი რაღაც "შემომესწავლა". მადლობა სმარტ აკადემიას და კურსის ლექტორს❤️. 

ვანდა ჩიტაშვილი

უზომოდ კმაყოფილი ვარ,იმაზე მეტი მივიღე ამ კურსის განმავლობაში ვიდრე მოველოდი, ძალიან მომეწონა კურსიც და ლექტორიც,რომელიც ყველანაირად გვეხმარებოდა და გვერდით გვედგა. თემო თავისი საქმის პროფესიონალია, ამომწურავად ხსნის და პასუხობს ყველა დასმულ კითხვას. ყოველთვის მზადაა დასახმარებლად.ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი იუმორის კარგი გრძნობა))

თათია ქორიძე

კურსი იყო პრაქტიკული და მორგებული დამწყები სტუდენტებისთვის. ლექტორი სწავლის პროცესს ეფექტურად და საინტერესოდ წარმართავდა.

ანონიმური შეფასება

საინტერესო და ინფორმაციული ლექციები იყო. სილაბუსის გაცნობის შემდეგ, წარმოდგენა შემექმნა რა თემებს შევეხებოდით ლექციებზე. ძალიან მომეწონა, რომ თემები არ იყო აცდენილი.

ნათია ფცქიალაძე

კურსმა ჩემ მოლოდინებს გადააჭარბა. ლექტორის კომპეტენციამ და უნარებმა გადააჭარბა მოლოდინებს. არის პროფესიონალი პიროვნება. დიდი მადლობა ბატონ თემოს ყველაფრისთვის.

ანონიმური შეფასება

ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი კურსია. ლექტორიც ძალიან კარგია, მარტივად ხსნიდა და მაქსიმალურად ცდილობდა ინფორმაციის ჩვენამდე მოწოდებას.

ანონიმური შეფასება

ძალიან კმაყოფილი ვარ და აუცილებლად ყველას ვურჩევ თქვენს კურსებს, ძალიან მობილიზებული და ყველანაირად ინფორმირებულები ვიყავით სიახლეებით.

მარიამ ქინქლაძე

ლექტორი ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია, ყოველთვის გვიბრუნდება უკუკავშირს, ლექციები იყო საინტერესო.

ანონიმური შეფასება

ყველანაირი მხარდაჭერა გვქონდა სმარტ აკადემიიდან, აუცილებლად ყველას ვურჩევ ამ კურსს.

ანონიმური შეფასება

ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით. ყველა საკითხი გავიარეთ ამომწურავად. ლექტორი ყველა შეკითხვას აქცევდა დიდ ყურადღებას, თითოეული მონაწილის დასმულ შეკითხვებს აუცილებლად სცემდა პასუხებს.

ევა წურწუმია

კურსის სილაბუსი ძალიან პრაქტიკულადაა გაწერილი. დავალებები და ქვიზებიც საშუალებას გვაძლევდა მეტად და ამომწურავად გამოგვეყენებინა განვლილი მასალა. ლექტორი ნამდვილი პროფესიონალია.

ნინო გეწაძე

ძალიან კმაყოფილი ვარ თემოს მიდგომებით ზოგადად ლექციებისა და სტუდენტების მიმართ. ძალიან დიდი რეკომენდაცია მას ჩემგან! 

ესმა პაპინაშვილი

 ძალიან კმაყოფილი ვარ პირველ რიგში თემოთი, შემდეგ უკვე სმარტ აკადემიით. თემო კარგი ლექტორია ბოლონდე იხარჯებოდა და ალბათ კითხვები რომ გვქონიდა უფრო მეტხანსაც დარჩებოდა ჩვენთან ერთად. აუცილებლად გავივლი მის სხვა კურსებსაც.

მარიამ გიუნაშვილი

კურსის ტექნიკური მხარე მაქსიმალურად გამარტივებული იყო, ადვილი იყო ლექციების ჩანაწერის მოძებნა, დავალებების ატვირთვა და ა.შ. შინაარსობრივად კურსი მიყვებოდა ზუსტად სილაბუსს, რაც ძალიან კარგია.

ანონიმური შეფასება

 კურსი პირველ რიგში დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში, მომცა შესაძლებლობა განმევითარებინა ჩემი შესაძლებლობე კონკრეტულად ამ კუთხით, არანაირი პრობლემა ან მცირედი ხარვეზიც კი არ ყოფილა ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში. ლექტორს დიდი პატივისცემა,რადგან ორიენტირებული იყო ყველა სტუდენტის განვითარებაზე, შესაძლებლობას გვაძლევდა უფრო თავდაჯერებულები ვყოფილიყავით კურსის განმავლობაში.


სხვა კურსები

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.

ყველა კურსი