MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

ღირებულება 450 ₾ 320 ₾

განვადებით თვეში 10 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

MS Excel კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.


MS EXCEL სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტებთან დაკავშირებული  ინფორმაციის მოძიება;
  • ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში, მონაცემთა სტატისტიკური ანალიზისათვის Microsoft Excel-ის პროგრამის უახლესი მიდგომებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება;
  • კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის ელექტრონული სახით ჩაწერა, სისტემატიზაცია, მონაცემების ვიზუალიზაცია, დამუშავება, რაოდენობრივი ანალიზი, შეფასება და დასკვნის გამოტანა;
  • გრაფიკების, ჰისტოგრამებისა და სხვა ფუნქციონალური ფორმების შექმნა;
  • პროგნოზირება, ჰიპოტეზების ტესტირება და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დასკვნების გაკეთება.


ლექტორის შესახებ

  • თემო სულუაშვილი ამჟამად მუშაობს BDO Georgia-ში Associate, Business Service & Outsorcing-ში;
  • მანამდეფინანსისტად მუშაობდა აუდიტორულ კომპანია „SunBreath Corp. Legal Services”-ში;
  • დღემდე ფინანსურ და საგადასახადო თემებთან დაკავშირებით კონსულტირებას უწევს კომპანიებს, როგორიცაა: „ავტოდახმარება ჯუბა“  და „KAMERTON TRAVEL“-ს;
  • თემომონაწილეობასიღებს სხვადასხვა კომპანიის ფინანსური ანალიზისა და ეკონომიკური მოდელირების პროცესებში;
  • 2022-2023 წლებში, ლექტორის ასისტენტის პოზიციაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებს (WORD, PPT, EXCEL, IBM SPSS) ასწავლიდა „კავკასიის უნივერსიტეტში“.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი კურსია. ლექტორიც ძალიან კარგია, მარტივად ხსნიდა და მაქსიმალურად ცდილობდა ინფორმაციის ჩვენამდე მოწოდებას.

ნია ფირაშვილი

კურსზე საკმაოდ მოკლე დროში ბევრად ინფორმაციული საკითხები და თან ერთმანეთთან ისე შერწყმული, რომელიც არ ართულებს სამუშაო პროცესს. თემო უპირობოდ საუკეთესო ადამიანი და ლექტორი აღმოჩნდა.

ტარიელ ხუბაშვილი

ლექტორით თემო სულუაშვილით ძალიან კმაყოფილი ვარ. გენიალური ლექტორი შემხვდა.

ნათია ფცქიალაძე

კურსმა ჩემ მოლოდინებს გადააჭარბა. ლექტორის კომპეტენციამ და უნარებმა გადააჭარბა მოლოდინებს. არის პროფესიონალი პიროვნება. დიდი მადლობა ბატონ თემოს ყველაფრისთვის.

დევი წვარაია

კურსით კმაყოფილი ვარ, მოლოდინს გადააჭარბა. ჩემი აზრით კარგად არის გათვლილი მასალის შინაარსი და დრო. დიდი მადლობა თემოს და პროექტის შემქმნელებს საინტერესო და სასარგებლო კურსისთვის. 

ევა წურწუმია

კურსის სილაბუსი ძალიან პრაქტიკულადაა გაწერილი. დავალებები და ქვიზებიც საშუალებას გვაძლევდა მეტად და ამომწურავად გამოგვეყენებინა განვლილი მასალა. ლექტორი ნამდვილი პროფესიონალია.

ანონიმური შეფასება

ყველანაირი მხარდაჭერა გვქონდა სმარტ აკადემიიდან, აუცილებლად ყველას ვურჩევ ამ კურსს.

მარიამ გიუნაშვილი

კურსის ტექნიკური მხარე მაქსიმალურად გამარტივებული იყო, ადვილი იყო ლექციების ჩანაწერის მოძებნა, დავალებების ატვირთვა და ა.შ. შინაარსობრივად კურსი მიყვებოდა ზუსტად სილაბუსს, რაც ძალიან კარგია.

თათია არაბული

ყველანაირი ინფორმაცია ამომწურავად მომაწოდეს კურსის დაწყებამდე. კურსმა საშუალება მომცა შემესწავლა ექსელის ისეთი ნაწილები, რაც ჩემთვის უცნობი იყო. სამომავლოდ აუცილებლად ვურჩევ სხვასაც გაიაროს აღნიშნული კურსი.

ანონიმური შეფასება

საინტერესო და ინფორმაციული ლექციები იყო. სილაბუსის გაცნობის შემდეგ, წარმოდგენა შემექმნა რა თემებს შევეხებოდით ლექციებზე. ძალიან მომეწონა, რომ თემები არ იყო აცდენილი.

ნინო გეწაძე

ძალიან კმაყოფილი ვარ თემოს მიდგომებით ზოგადად ლექციებისა და სტუდენტების მიმართ. ძალიან დიდი რეკომენდაცია მას ჩემგან! 

უჩა ზურაბაშვილი

 ნაყოფიერი კურსია. ზოგიერთო თემა განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის. გამოცდილი და ადეკვატური ლექტორია თემო.

თათია ქორიძე

კურსი იყო პრაქტიკული და მორგებული დამწყები სტუდენტებისთვის. ლექტორი სწავლის პროცესს ეფექტურად და საინტერესოდ წარმართავდა.

მარიამ ქინქლაძე

ლექტორი ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია, ყოველთვის გვიბრუნდება უკუკავშირს, ლექციები იყო საინტერესო.

მარიამ შანშაშვილი

კურსი მოიცავდა ზუსტად იმ თემებს რისი სწავლაც მინდოდა, ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც შინაარსით ასევე ტექნიკურ ნაწილში. თემო ძალიან საინტერესოდ ხსნიდა სილაბუსში არსებულ თემებს, პასუხობდა ამომწურავად ჩვენს დასმულ კითხვებს და ცდილობდა ყველა სტუდენტი ყოფილიყო ჩართული ლექციის მიმდინარეობაში.

თეონა კაჭარავა

კმაყოფილი ვარ კურსის შინაარსით, ახსნის მეთოდებით, სავარჯიშოებითა და გავლილი მასალით. ლექტორი გასაგებად და მარტივად ხსნიდა პროგრამით გათვალისწინებულ მასალებს.

ანონიმური შეფასება

ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით. ყველა საკითხი გავიარეთ ამომწურავად. ლექტორი ყველა შეკითხვას აქცევდა დიდ ყურადღებას, თითოეული მონაწილის დასმულ შეკითხვებს აუცილებლად სცემდა პასუხებს.

ანონიმური შეფასება

ძალიან კმაყოფილი ვარ და აუცილებლად ყველას ვურჩევ თქვენს კურსებს, ძალიან მობილიზებული და ყველანაირად ინფორმირებულები ვიყავით სიახლეებით.


სხვა კურსები

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლები

კურსის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირება მონაცემთა ბაზის პროგრამირების PL/SQL ენის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია Oracle მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის პროფესიული პრობლემების გადაჭრასთან

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

ყველა კურსი