3D გრაფიკა Blender-ის კურსი

ღირებულება 1190 ₾ 1070 ₾

განვადებით თვეში 33 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

3D გრაფიკა - Blender-ის კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს სამგანზომილებიანი გრაფიკის პრინციპები. მსმენელებს ეცოდინებათ სამგანზომილებიანი რედაქტორის - Blender-ის - გამოყენებით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობა, ტექსტურირება და შემდგომ, მათი ციფრულ პროდუქტად გადაქცევა.

რას ვისწავლი 3D გრაფიკის კურსზე?

  • 3D რედაქტორთან, კერძოდ Blender-თან მუშაობა;

  • რენდერინგის ალგორითმების ციკლებისა და რეალურ დროში რენდერის პრინციპები;

  • მაკომპლემენტირებელი უფასო პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენება;

  • PBR მატერიალების საფუძვლები;

  • მატერიალების, UV პროექციებისა და ტექსტურირების პრინციპები;

  • სხვადასხვა ტიპის გეომეტრიის წარმოდგენა-ვიზუალიზაცია;

  • ფორმებისა და სცენების რედაქტირება;

  • სამგანზომილებიანი მოდელირების პრინციპები;

  • შუქ-ჩრდილებისა და პოსტ-პროცესინგის კონცეფცია.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
  • კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება.
  • დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

3D გრაფიკა Blender-ის კურსის ტექნიკური წინაპირობები:

  • აუცილებელია 3 ღილაკიანი მაუსი;
  • სასურველია ეკრანის გაფართოება (1920 × 1080p) და ზევით;
  • სასურველია კლავიატურაზე NUMPAD ფუნქციონალი (სრული კლავიატურა);
  • ოპერაციული სისტემა - Microsoft Windows 10 ან 11;
  • პროცესორი (CPU) - Intel i5 7600 და ზევით; რაც ახალია თაობა - უკეთესია; AMD Ryzen 5 1500X და ზევით; რაც ახალია თაობა - უკეთესია;
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM) - 12-16 GB კურსისთვის საკმარისია; მეტი უკეთესია;
  • ვიდეო ბარათი (Video Card) - Nvidia ბარათებიდან ნებისმიერი RTX სერია მინიმუმ 4 GB ვიდეო მეხსიერებით; რაც უფრო მძლავრია და მეტი ვიდეო მეხსიერება აქვს - უკეთესია; Nvidia-ს ბარათი კურსისთვის პრიორიტეტულია!
  • AMD ბარათებიდან ნებისმიერი RX 5000; RX 6000; RX 7000 და ზევით სერიებიდან მინიმუმ 4 GB ვიდეო მეხსიერებით; რაც უფრო მძლავრია და მეტი ვიდეო მეხსიერება აქვს - უკეთესია;
  • ნოუთბუქები - მსგავსი კონფიგურაცია რაც აღწერილია ზევით. ნოუთბუქი უნდა გადიოდეს გეიმინგ კლასიფიკაციაში.

    ვის შეუძლია 3D გრაფიკა - Blender-ის კურსის გავლა?

    სამგანზომილებიანი გრაფიკით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.


    რეგისტრაცია ➜

    შეფასებები

    ალექსანდრე ხუდოევი

     უხარვეზო კურსი იყო ნამდვილად, ლექტორს ჰქონდა ძალიან კარგი დამოკიდებულება მის სტუდენტებისადმი და ხსნიდა ყველაფერს. ასევე, თავიდან ბოლომდე იხარჯებოდა ბატონი გელა... არ იგრძნობოდა, რომ თითქოს იგი უბრალოდ თავის მოვალეობას იხდიდა არამედ უფრო მეტს აკეთებდა ჩვენთვის.

    ელენე თევდორაძე

     ლექტორს ძალიან კარგად ჰქონდა სილაბუსი განსაზღვრული დამწებებისთვის. ძალიან ვრცლად და სიღრმისეულად ხსნიდა მასალას და ძალიან გამიმარტივა პორთფოლიოს შექმნის პროცესი.

    ირაკლი გოგმაჩაძე

    კურსმა ამ სფეროში დამოუკიდებელი გამხადა. შემიძლია, ჩემით გავაკეთო პროექტები და არა ისე, როგორც დამწყებები აკეთებენ Youtube-ის ტუტორიალების გამოყენებითა და გადმოკოპირებით. სრულად

    საბა კუჭაშვილი

    3D გრაფიკოსის პროფესიაში მომწონს ის, რომ შემიძლია ვიყო კრეატიული და ასევე საშუალებას მაქვს ავიხდინო ჩემი ოცნება და გავხდე Game Developer-ი. სრულად

    გიორგი ბურჯანაძე

     ბატონი გელა ძალიან განსაკუთრეგული ლექტორია, ის ყოველთვის ღრმად ხსნიდა მასალას. ზოგადად ბევრი განხილვა არ უნდაიმ ფაქტს  რომ ბატონ გელას თავისი პროფესია და სწავლების პროცესი ძალიან უყვარს.

    ანონიმური შეფასება

    ძალიან საინტერესო კურსი იყო, მოლოდინს გადააჭარბა მიღებულმა ინფორმაციამ, რაც 100%-ით ბატონი გელას დამსაxურებაა, რადგანაც მან გაგვიზიარა არამარტო სილაბუსში არსებული მასალა სრულად, არამედ ძალიან ბევრი რამ პირადი გამოცდილებიდან.

    დაჩი ნადირაშვილი

     ლექტორმა შეძლო და იმდენად ადვილად აგვიხსნა Blender-ის ძირითადი ნაწილი, რომ ვთვლი რომ არა ბატონი გელა აქამდე ასე ადვილად ვერ მოვიდოდით. მან არა მხოლოდ Blender გვასწავლა, არამედ აგვიხსნა ყველა ის ნიუანსი რაც შეიძლება გამოგვადგეს ჩვენს სამომავლო საქმიანობაში, ლექტორმა გამოგვიმუშავა ის ყველა ძირითადი თვისება, რაც სჭირდება დიზაინერს, როგორიცაა: პედანტურობა, დისციპლინირებული მუშაობა, კრეატიული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის მარტივი გზების პოვნა, და ა.შ. მოკლედ, რომ არა ბატონი გელა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მე შევძლებდი ოდესმე ასეთ მცირე დროში Blender-ის ამ დონეზე შესწავლას, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი Smart Academy-ის და გელა პატარაიას ასეთი დაუღალავი შრომისთვის.

    სანდრო ჩიქობავა

    ბლენდერში სხვადასხვა პროექტის აწყობა ჩემთვის საინტერესო და მრავალფეროვანი საქმიანობაა. გონებაში რაც მაქვს, იმის ეკრანზე ზუსტად გადმოტანა რომ შემიძლია, ეგ მომწონს. სრულად

    ალექსი მესხორაძე

    3D ნამუშევრების შექმნა საკუთარი და არა მარტო საკუთარი ფანტაზიებისთვის ფრთების შესხმის საშუალებას გაძლევს.  სრულად

    ნინო მუსელიანი

    განვივითარე უნივერსალური უნარების მონაცვლეობა - დეტალებზე ფოკუსირებიდან საერთო სურათის მასშტაბურ აღქმამდე. სრულად

    ანონიმური შეფასება

    ბატონი გელა არის ჩემთვის ლექტორის ეტალონი. ჩაგვიტარა საოცრად ინფორმატიული ლექციები, გაგვიზიარა და გაგვააზრებინა ზღვა ინფორმაცია. უსაზღვროდ მადლიერი ვარ.


    სხვა კურსები

    Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

    კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

    პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

    პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

    ვიდეო მონტაჟის კურსი - ADOBE PREMIERE PRO

    სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეო ედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.

    გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

    გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

    ყველა კურსი