MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

ღირებულება 1240 ₾ 1000 ₾

განვადებით თვეში 31 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

MS Excel კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური  პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.


MS EXCEL სასწავლო კურსის შედეგები

MS Excel კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტებთან დაკავშირებული  ინფორმაციის მოძიება;
  • ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში, მონაცემთა სტატისტიკური ანალიზისათვის Microsoft Excel-ის პროგრამის უახლესი მიდგომებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება;
  • კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის ელექტრონული სახით ჩაწერა, სისტემატიზაცია, მონაცემების ვიზუალიზაცია, დამუშავება, რაოდენობრივი ანალიზი, შეფასება და დასკვნის გამოტანა;
  • გრაფიკების, ჰისტოგრამებისა და სხვა ფუნქციონალური ფორმების შექმნა;
  • პროგნოზირება, ჰიპოტეზების ტესტირება და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დასკვნების გაკეთება;
  • მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთება, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება გამოყენებულ იქნას საინფორმაციო ტექნოლოგიები კვლევებში, შემდგომი საქმიანობის დასაბუთებულ დაგეგმვასა თუ პროგნოზირებაში, და მიიღოს პრობლემასთან დაკავშირებული ოპტიმალური გადაწყვეტილებები;
  • სხვადასხვა სახის ეკონომიკური ამოცანების Microsoft Excel-ის პროგრამული საშუალებებით გადაწყვეტის ხერხების ცნობა;
  • ოპტიმალური არჩევანის შესრულება შეზღუდული რესურსების პირობებში;
  • მოთხოვნა-მიწოდებისა თუ სხვადასხვა ტიპის დანახარჯების მინიმიზაციისა ან მოგების მაქსიმიზაციისათვის ოპტიმიზაციის ამოცანების დასმა-გადაწყვეტა;
  • ოპტიმალური არჩევანის შესრულება ფინანსური პორტფოლიოს მართვაში;
  • MS Excel-ის გაძლიერებულ ფუნქციებთან მუშაობა;
  • მონაცემთა ანალიზისა და კონტროლის უნარის გაძლიერება.

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

როსტომ შამანაძე

 კარგი კურსი იყო, შინაარსობრივადაც და ტექნიკურადაც. ძალიან კარგი ლექტორია ბატონი თემო, იცის თავისი საქმე და ადამიანებთან ურთიერთობა.

ანონიმური შეფასება

 კურსი კარგად იყო ორგანიზებული და მორგებული ყველა სტუდენტზე, ლექტორმა დიდი როლი ითამაშა სტუდენტების ჩართულობაში, იყო კომპეტენტური, ყურადღებიანი და ორიენტირებული რომ ყველა სტუდენტს მაქსიმალურად გამოევლინა თავიანთი შესაძლებლობები. 

მეგი ბაბილუა

კურსმა სრულად გაამართლა მოლოდინი, რადგან თემო ძალიან კომპეტენტური, გულისხმიერი და მეგობრული ლექტორია. მუდამ ორიენტირებული სტუდენტის განვითარებასა და მაქსიმალური ცოდნის მიღებაზე. შეუძლია ყველასთვის მარტივად და გასაგებად ახსნას რთული მასალა.


სხვა კურსები

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

ყველა კურსი