3D მოდელირება: როგორ შევქმნათ ბინის დიზაინი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

? 16 მაისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ინტერიერის დიზაინის უფასო მასტერკლასზე: "3D მოდელირება: როგორ შევქმნათ ბინის დიზაინი"

⚡️ ლელი შევჩენკო მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას, გვიამბობს როგორ გახდა ინტერიერის დიზაინერი და Live რეჟიმში შექმნის ინტერიერის დიზაინს ბინისთვის

☀️ ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

✨ რატომ უნდა ჰქონდეს დამწყებ სპეციალისტს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა
✨ დასაქმების რა შესაძლებლობები აქვთ ინტერიერის დიზაინერებს
✨ რა არის ის უნარები და ინტერესები, რაც უნდა ჰქონდეს ინტერიერის დიზაინერს

?‍♀️ ვინ არის ლელი შევჩენკო?

ლელი შევჩენკო სტაბილურად თანამშრომლობს „ავერსი“-ს კლინიკების ქსელთან - არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად

✨ მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი მათ შორის: „დ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული  განყოფილება და სხვა

✨ ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;

✨ ლელი თანამშრომლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა - ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;

✨ ლელი შევჩენკოს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის აქტიური გამოცდილება. მან შექმნა 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი;

✨ ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში;

✨ იგი არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;

✨ ლელი შევჩენკო არის საკუთარი საპროექტოს დირექტორი და მთავარი არქიტექტორი - https://www.facebook.com/leli.shevchenko

? დასწრება თავისუფალია

? დარეგისტრირდი მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული



კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 0322 12 10 25

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ყველა კურსი