გრაფიკული დიზაინის კურსი

ღირებულება 1390 ₾

განვადებით თვეში 43 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

დაწყების თარიღი 👇p color="#ffe694">

p color="#ffe694">26 სექტემბერი, სამშაბათი-პარასკევი, 20:00-22:00
p color="#ffe694">16 დეკემბერი, სამშაბათი-პარასკევი, 20:00-22:00

კურსის მიზანი

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფერო ჩვენს რეალობაში, ამიტომ მოგვეთხოვება, რომ მუდამ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენი ცოდნით და შესაძლებლობებით. 

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. 

რას ვისწავლი?

გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop და Adobe Illustrator) ტექნიკური ცოდნა და Adobe Indesign-ის პროგრამის ძირითადი პრინციპები საკუთარი იდეების დამუშავებისა და გაცოცხლებისთვის.

გრაფიკული დიზაინის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლები
  • საბეჭდი და ვებ-მასალის მომზადება
  • ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობა
  • მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობა
  • მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნა

ლექტორის შესახებ:

  • სოფია საბიაშვილი არის გრაფიკოს დიზაინერი;
  • აქვს 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე;
  • მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა:  Bravo Works, Creators Turkey, Betlive.club;
  • ამჟამად მუშაობს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა ALL-P GROUP, Element Holding, Element Construction;
  • პორტფოლიო: https://www.behance.net/aihpos

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანანო მოდებაძე

ძალიან საინტერესო და პრაქტიკული კურსი იყო. ლექტორი იყო პროფესიონალი და კარგად ასწავლიდა. ტექნიკური და შინაარსობრივი ნაწილი კარგად დაბალანსებული და გასაგები იყო, რაც ახალი უნარის განვითარებაში დამეხმარა.

ანონიმური შეფასება

კურსის სილაბუსი იყო კარგად დალაგებული და შინაარსობრივად გამართული. სალექციო პროცესი იყო საკმარისი თემის ასათვისებლად. ლექტორი იყო მომზადებული, გვაძლევდა ამომწურავ უკუკავშირს, იყო მეგობრული.

ანონიმური შეფასება

ლექტორი საინტერესოდ ხსნიდა მასალას, დავალებები ისეთი სახის და შინაარსის იყო, რომ ფინალური დავალების შესრულებამდე და განსაკუთრებით ფინალური დავალების შესრულებისას ტექნიკური უნარების გამომუშავების ძალიან კარგ შესაძლებლობას გვაძლევდა. 

მარიამ პაიჭაძე

საინტერესო და მრავალმხრივი კურსია, შევისწავლე ის რაც მაინტერესებდა და მსურდა მიმეღო. სოფია ძალიან კარგად ხსნიდა ამა თუ იმ საკითხს, მარტივად და გასაგებად ხსნიდა მასალას, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს სცემდა.

ანონიმური შეფასება

კურსის ყოველი ლექცია იყო ტექნიკურად გამართული და შინაარსობრივად საინტერესო, დავალებები ხელს უწყობდა ტექნიკური უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

ნინა დიასამიძე

იდეალურად გაწერილი სილაბუსი იყო, შეხვედრებიც შინაარსობრივი და ტექნიკურად გამართული. გარდა იმისა, რომ კურსამდე სოფიას პორტფოლიოს გადავავლე თვალი და საქმის პროფესიონალია, კურსის განმავლობაში იმედებიც გამიმართლდა. დეტალურად ხსნის ყველაფერს და რაც მთავარია, ძალიან კომფორტულია მასთან კომუნიკაცია

ანონიმური შეფასება

 ვფიქრობ კურსი იყო ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი. ლეტორი ძალიან ნიჭიერია და განსაკუთრებული ხედვა აქვს.

ანონიმური შეფასება

ლექტორი იყო პროფესიონალი საინტერესო მიდგომებით. გვაძლევდა თანამედროვე და პრაქტიკულ დავალებებს და რჩევებს, რომელიც რეალურ საჭიროებებს ერგებოდა და მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.

მარიამ ტვილდიანი

სოფია კრიტიკულად მოაზროვნე და განსხვავებული ხედვის მქონე ,ნიჭიერი ადამიანია, რაც ეტყობოლა ლექციების მსვლელობასაც. ძალიან კმაყოფილი ვარ.

ვიქტორია სარუხანოვი

სოფია ფიქრობდა თითოეულ სტუდენტზე, უჭერდა მხარს ყველაფერში და აძლევდა რჩევებს, მინდა ვთქვა, მოხარული ვარ, რომ შემხვდა ასეთი პასუხისმგებელი,კარგი და ხალისიანი ლექტორი.

ანონიმური შეფასება

ლექტორი ყოველთვის მზად იყო კითხვების პასუხისა და დახმარებისთვის. არის ძალიან უშუალო. კურსი იყო მოცულობითი და საინტერესო.


სხვა კურსები

UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ისწავლე მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

ფინანსების მართვის გაძლიერებული კურსი

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერების პროფესიული ცოდნის გაღრმავება უფრო რთული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც განაპირობებს ბიზნესის მართვის ხარისხის ამაღლებას, რისკების მინიმიზაციას და გრძელვადიანი სტრატეგიული ზრდის უზრუნველყოფას.

ყველა კურსი