FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ღირებულება 1390 ₾

განვადებით თვეში 43 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Front-End დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს Front-End დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

რას ვისწავლი Front-End-ის კურსზე?

  • ბრაუზერის დეველოპერული ინსტრუმენტის გამოყენებას (Dev Tools) 
  • HTML-ისა და CSS-ის საწყისებს 
  • განსხვავებას სემანტიკურ და არასემანტიკურ ტეგებს შორის 
  • Github-ის გამოყენებით რეპოზიტორიის შექმნა, პროექტის ატვირთვა / ჩამოტვირთვას, ცვლილებების შეტანას, PR-ებისა და branch-ების შექმნა
  • Keyframe ანიმაციებს
  • CSS ანიმაციებს 
  • CSS Flexbox-ის საფუძვლებს
  • Grid-ის საფუძვლებს 
  • Meta Tag-ებს 
  • ვებგვერდის გარესფონსივებას
  • Bootstrap-ის გამოყენების მეთოდებს 
  • Tailwind-ის გამოყენებას
  • Javascript-ის საფუძვლებს 
  • მომნიშვნელების (სელექტორების) გამოყენებას Javascript-ში 
  • DOM-ის მანიპულაციებს Javascript-ის გამოყენებით 
  • ასინქრონულობას Javascript-ში
  • სერვერზე ინფორმაციის მიმოცვლას
  • სტატიკური და დინამიური ვებგვერდის აწყობას
  • HTML5-ის ტეგების გამოყენებას  SEO-ს გათვალისწინებით
  • CSS-ის გამოყენებას ვებ გვერდის სტილებისა და ანიმაციებითვის
  • ცვლილებების შეტანა არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში
  • Github-ის სრულყოფილად გამოყენებას
  • ყველა მოწყობილობაზე მორგებული ვებ გვერდის აწყობას
  • მსმენელს ექნება SEO-ს საბაზისო ცოდნა, შეეძლება ვებ გვერდის SEO დიაგნოსტირება და შედეგების გაუმჯობესება

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე? 

  • Front-End Development & SEO კურსი არ მოითხოვს რაიმე სახის გამოცდილებას ან/და ცოდნას პროგრამირების მიმართულებით, საკმარისია ვიყო დაინტერესებული და მქონდეს განვითარების სურვილი

ლექტორების შესახებ:

ალინა ბრეგვაძე 

  • ალინა ბრეგვაძე არის front-end დეველოპერი Sobusoft-ში;
  • მანამდე მუშაობდა ციფრულ სააგენტო Smart Web-ში;
  • აქტიურად არის სასწავლო პროცესში ჩართული  და ხელმძღვანელობს front-end-ის კურსებს უკვე 3+ წელია.

რატი გველესიანი

  • Smart Web-ისა და Smart Academy-ს დამფუძნებელი;
  • SEO-ზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება;

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

თორნიკე ნასარიძე

 კურსზე სილაბუსით გათვლილი ყველა საკითხი დავფარეთ. ლექტორები არიან მობილიზებულნი, რომ კარგად გავიგოთ თითოეული დეტალი და გავიზარდოთ პროფესიულად.

ანონიმური შეფასება

ამ კურსმა მომცა ტექნიკური გამოცდილება, რაც საშუალებას მაძლევს შევქმნა ეფექტური, მოსახერხებელი და ვიზუალურად მიმზიდველი ვებ-აპლიკაციები.

ანონიმური შეფასება

ეს კურსი დამეხმარება კარიერის განვითარებაში, შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვანი საკითხების ღრმად და მარტივად შესწავლას

ანი ბიბილაშვილი

კურსი ვრცლად მოიცავს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, ტექნიკური დავალებები და შემდგომ ლექტორისგან მიღებული feedback-ი საშუალებას იძლევა გაიღრმაო ცოდნა და განივითარო პრაქტიკული უნარები

ანონიმური

ძალიან კარგი ლექტორები არიან კურსზე. არ იყო საკითხი რაც გაგვიჭირდა და არ გადავფარეთ. სრულიად კმაყოფილი ვარ.

ანონიმური შეფასება

ყველაფერი ორგანიზებული და ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი იყო. სრულად მივიღე ის ცოდნა, რაც კურსის სილაბუსით იყო გათვალისწინებული. ძალიან კმაყოფილი ვარ ორივე ლექტორით. 

აბელი გულბანი

ამ კურსებმა მომცა შესაძლებლობა კარგად გავცნობოდი ვებ-დეველოპმენტს და ასევე უფრო მეტის სწავლის ინტერესი გამიჩინა. ლექტორები მეგობრულები არიან და ყველანაირად გვეხმარებოდნენ ინფორმაციის მიღებაში.

ანონიმური შეფასება

კურსმა მომცა ტექნიკური გამოცდილება, რაც მეხმარება ეფექტური, მოსახერხებელი და ვიზუალურად მიმზიდველი ვებ-აპლიკაციების შექმნაში.

ნუგზარ ჯელია

ძალიან კარგად არის განაწილებული როგორც დრო, ასევე ქულების სისტემა. ამასთან  გამართულად მუშაობს ადმინისტრაციაც და არ აქვს არანაირი ხარვეზი.

მარიამ ოქიტაშვილი

ძალიან საინტერესო კურსი იყო. მომეწონა ლექტორის მიდგომა დეტალურად გვიხსნიდა და დავალებებზეც ინდივიდუალურ კომენტარებს გვწერდა <3

ნინი შავიძე

 ძალიან მომწონდა თითოეული ლექცია და თვითონ ლექტორიც, ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და ვურჩევ ყველას ვისაც ეს სფერო მოწონს. 

ანა ბიბილაშვილი

კურსი ვრცლად მოიცავს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, ტექნიკური დავალებები და შემდგომ ლექტორისგან მიღებული feedback-ები საშუალებას იძლევა გაიღრმაო ცოდნა და განივითარო პრაქტიკული უნარები front-end development-ის მიმართულებით.

ანონიმური შეფასება

ძალიან კარგი ლექტორები არიან. ჩემს კურსზე არ იყო საკითხი, რაც გაგვიჭირდა და ვერ დავფარეთ. კმაყოფილი ვარ სრულიად.

ანონიმური შეფასება

კურსის განმავლობაში უკეთესი იქნება თუ მაგალითისთვის ლექტორი ააწყობს ერთ რომელიმე ვებ გვერდს ლექციის პარალელურად თვალსაჩინოებისთვის. ალინა არის დეტალებზე ორიენტირებული, სტუდენტებთან კარგი უკუკავშირი აქვს, გასაგებად ხსნიდა მასალებს, იგივეს თქმა შემიძლია რატიზეც. 

შორენა ბადურაშვილი

ვფიქრობ ტექნიკურადაც და შინაარსობრივად ორგანიზებულად იყო გაწერილი და დაგეგმილი კურსი მთლიანად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლექტორს, ორგანიზებულად და წინასწარ ქონდა დაგეგმილი კურსი, ამომწურავი იყო ყველა მისი ლექცია, დროს იყენებდა ეფექტურად, მივიღე რაც მინდოდა.

საბა აფციაური

 ძალიან კარგი კურსია, ბევრი რამ ვისწავლე. ლექტორები ძალიან კარგად ხსნიდნენ თითოეულ ლექციას, არ ყოფილა საკითხი, რომელიც არ დავფარეთ. 

ლუკა ნასრაშვილი

 მინდა გამოვყო ბოლო ფინალური დავალება, რადგან აქ თავმოყრილია განვლილი მასალა. ამ კურსმა მოლოდინები ნამდვილად გამართლა და გავიღრმავე ცოდნა.

ნანა დუმბაძე

კურსი სფეროს სრულყოფილ გააზრებაში დამეხმარა, მარტივად გამატარა ის საკითხები, რომლებიც ადრე რთულად მეჩვენებოდა. სრულად

ანონიმური შეფასება

კურსი იყო კარგად სტრუქტურირებული და საფუძვლიანად გაწერილი. თემები თანმიმდევრულად და გასაგებად განიხილებოდა, თეორიასა და პრაქტიკას შორის ბალანსი კი ძალიან კარგი იყო. განსაკუთრებით სასარგებლო იყო პრაქტიკული დავალებები, რომლებიც მიღებული ცოდნის განმტკიცებაში დამეხმარა. ლექტორები გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმით, მასალის გასაგებად და საინტერესოდ გადმოცემით. ყველა თემა საფუძვლიანად იყო ახსნილი, კითხვებზე პასუხები კი — ამომწურავი.  შესამჩნევი იყო ლექტორის მხარდაჭერა და სტუდენტების მიმართ ყურადღება.


სხვა კურსები

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.

პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.

UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ისწავლე მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით

ყველა კურსი