Microsoft SQL Server Database Fundamentals

ღირებულება 1290 ₾

განვადებით თვეში 40 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Microsoft SQL Server Database Fundamentals კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ინფორმაციული მოდელი, Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპები, რათა შეძლოს მონაცემთა ბაზის დაპროექტება, შექმნა და მონაცემთა დამუშავება. კურსის ფარგლებში მიღებული საბაზისო ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულს დაეხმარება Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვის სფეროში კარიერის დაგეგმვასა და ამ სფეროს სხვა კურსების მარტივად დაძლევაში.

სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • ინფორმაციული მოდელი, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების პრინციპები;
  • მონაცემთა ბაზის ობიექტები, ტიპები;
  • ბრძანებების ჯგუფები, სინტაქსი, შეზღუდვები, მათ დანიშნულება;
  • ბაზის პროექტირება ლოგიკურ და ფიზიკურ დონეზე;
  • მონაცემთა სტრუქტურის სწორად განსაზღვრა;
  • მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღება, ძებნა, დამუშავება;
  • არსებული მონაცემთა ბაზის სტრუქტურის წაკითხვა და შეფასება;
  • SQL Server Management Studio-შიმუშაობა;
  • სწავლის გაგრძელების საჭიროების დადგენამონაცემთა ბაზების მიმართულებით და დამუკიდებლად, კომპეტენციების სრულყოფა.

ლექტორის შესახებ

  • სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება;
  • 2018-2022 წლებშიდასაქმებული იყო ეროვნულ ბანკში, სადაც 2020-2022 წლებში იკავებდააპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში;
  • 2018-2022 წლებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით;
  • 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით;
  • ამჟამად, სოსო იკავებს სისტემის ანალიტიკოსის პოზიციას TBC ბანკში;
  • ის არის Oracle-ისა და Microsoft-ისსერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate და MTA: Database Fundamentals.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.




რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

Mobile App Development with React Native

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მყარი ფუნდამენტი React Native-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციების პრაქტიკულ გამოყენებას, რათა შეძლონ რეალური სამუშაო და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.

ყველა კურსი