პროგრამირება ბავშვებისთვის

ღირებულება 750 ₾

განვადებით თვეში 23 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსის მიზანია 10-15 წლის მოსწავლეებს მისცეს საფუძვლიანი განათლება პროგრამირებაში Python-ის გამოყენებით. კურსის განმავლობაში ისინი შეძლებენ განივითარონ პრობლემის გადაჭრის, ალგორითმული აზროვნებისა და პროგრამული აბსტრაქციების წარმოდგენის უნარი. 


სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • შეიმეცნონ პროგრამირება 0-დან
  • გამოიმუშაონ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დაეუფლონ პროგრამირების საბაზისო ცოდნას
  • ისწავლონ Github პლატფორმაზე მუშაობა
  • გააკეთონ საკუთარი პროექტები მენტორის დახმარებით


სასწავლო კურსის შეფასება

მოსწავლეები მიიღებენ დავალებებს, რომელიც ლექციის განმავლობაში უნდა შეასრულონ. ამასთან ერთად, სალექციო პროცესი იქნება ინტერაქციული, იმუშავებენ როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ყოველი მოდულის ბოლოს მათ მოუწევთ შექმნან ინდივიდუალური პროექტი, რომელსაც გაუზიარებენ ერთმანეთს.


სასწავლო კურსის მოთხოვნები

კურსის მონაწილე უნდა იყოს 10-15 წლის სკოლის მოსწავლე და ჰქონდეს გამართული ლეპტოპი.


ლექტორის შესახებ

  • მაიკო მეკოკიშვილი სწავლობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე. 
  • სწავლობდა ესტონეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში STEAM მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო დრონების დაპროგრამებაში. 
  • მაიკო იმყოფებოდა ბოსტონის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 1 თვიანი საგანმანათლებლო პროგრამით. 
  • გამოცდილება აქვს პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა: WEB და Android აპლიკაციები, Machine Learning, Python Django, C++. 
  • მას აქვს რამდენიმეწლიანი სწავლების გამოცდილება ბავშვებთან და მოზრდილებთან, Smart Academy-ის Backend Development with Python კურსის ლექტორის ასისტენტის ამპლუაში.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციების პრაქტიკულ გამოყენებას, რათა შეძლონ რეალური სამუშაო და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.

Mobile App Development with React Native

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მყარი ფუნდამენტი React Native-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

ყველა კურსი