რატომ უნდა იცოდე ფინანსების მენეჯმენტი თუ მართავ კომპანიას ან პროექტს

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

 

📌 იცოდი, რომ ფინანსების მართვა უმაღლესი განათლების მიღების გარეშეც შეგიძლია?

✨ თუ ეს თემა შენთვის საინტერესოა, 6 მარტს, 21:00 საათზე, გიწვევთ უფასო ლექციაზე ,,რატომ უნდა იცოდე ფინანსების მენეჯმენტი, თუ მართავ კომპანიას ან პროექტს''

📌 დავით ხაჩიძე მოგვიყვება, რატომ არის აუცილებელი, კომპანიის მმართველი რგოლის წარმომადგენელს ჰქონდეს ფინანსების მენეჯმენტის საბაზისო უნარები და როგორ უნდა მოახერხოს მან შესაბამისი ცოდნის დაუფლება

📌 ფინანსების მართვა მოიცავს ხარჯების სწორად დაგეგმვას, პრობლემების დროულ იდენტიფიკაციას, ანალიზს და ა.შ. ლექციაზე იმ ყველა საჭირო ასპექტს მიმოვიხილავთ, რისი ცოდნაც კომპანიისა თუ პროექტის მენეჯერებს სჭირდებათ

?‍♂️ ვინ არის დავით ხაჩიძე?

? დავით ხაჩიძეს აქვს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება და ამჟამად არის KTW ჯგუფის ფინანსური დირექტორი

? ცოტა ხნის წინ კომპანია ,,ციტადელში'' საერთაშორისო ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა;

? ასევე, იკავებდა ქართული სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას

? 2013-2016 წლებში იყო საიუველირო კომპანია ზარაფხანას გენერალური დირექტორი

? 2016-2018 წლებში იყო ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრის, ,,მრჩეველი - ლიმბახის'' დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი

? 2019-2020 წლებში მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე

? დავითი ასევე არის ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც სამაგისტრო კურსზე კითხულობს კომპანიის შეფასების და ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი: სრული ციკლი გამოთვლებიდან რეპორტებამდე

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

ვიდეო მონტაჟის კურსი - ADOBE PREMIERE PRO

სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეო ედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.

ყველა კურსი