AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured

ღირებულება 2200 ₾

განვადებით თვეში 69 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured-ის კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტესტირების ავტომატიზაცია Java-ს პროგრამირების ენის გამოყენებით, როგორც UI-სთვის, ასვე API-სთვის Selenide და Rest Assured-ის საუკეთესო მიდგომებისა და პრაქტიკების გამოყენებით. კურსი ასევე მოიცავს Performance Testing-ს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეისწავლიან კონკრეტული დატვირთვის პირობებში სისტემის სტაბილურად რეაგირების შეფასებას, რისთვისაც გამოიყენებენ ტესტირების ავტომატიზაციის ტექნიკებსა და ინსტრუმენტებს.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • ATLC მეთოდოლოგიას

  • Java-ს საფუძვლებს

  • HTML/CSS-ის საფუძვლებს

  • Chrome-ისა და DevTools-ის გამოყენებას

  • GIT-ისა და GITHUB-ის გამოყენებას

  • Selenide API-ის საფუძვლებს

  • Maven-ის საფუძვლებს

  • ავტომატური ტესტებისთვის შესაბამისი გარემოს მოწყობას

  • კომპლექსური ვებ ელემენტების მოძიების სტრატეგიებს

  • TestNG-ის საფუძვლებს

  • TestSuite-ის გამოყენებას

  • Assertion-ის გამოყენებას

  • Page Object Model-ის მნიშვნელობასა და გამოყენების შემთხვევებს

  • ავტომატური ტესტების ინსტრუმენტებს

  • Rest Assured, Jmeter ინსტრუმენტების გამოყენება (basic-middle)

  • სხვადასხვა ტიპის მეთოდების/სერვისებისთვის ავტომატური ტესტების შექმნა

  • შექმნან ტესტები, რომლებიც შეამოწმებენ სხვადასხვა კუთხით სისტემის სტაბილურობას, სისტემის მაქსიმალურ შესაძლებლობას

  • გამოიყენონ მონაცემთა ბაზები ავტომატური ტესტებისთვის

  • იმუშაონ დინამიურ მონაცემებთან

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • კურსი არ მოიცავს რაიმე სახის მოთხოვნას ანდა წინაპირობას.

ლექტორის შესახებ

  • თაკო არის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი/Chapter lead TBC ბანკში. მის მოვალეობებში შედის სხვადასხვა სახის პროექტებში ავტომატური ტესტების წერის უზრუნველყოფა და გამართული, უწყვეტი ავტომატური ტესტირების პროცესის აწყობა.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.

ფინანსების მართვის გაძლიერებული კურსი

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერების პროფესიული ცოდნის გაღრმავება უფრო რთული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც განაპირობებს ბიზნესის მართვის ხარისხის ამაღლებას, რისკების მინიმიზაციას და გრძელვადიანი სტრატეგიული ზრდის უზრუნველყოფას.

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

ყველა კურსი