გრაფიკული დიზაინის კურსი

ღირებულება 1390 ₾

განვადებით თვეში 43 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

რას ვისწავლი გრაფიკული დიზაინის კურსზე?

  • Adobe Photoshop და Illustrator-ის პროგრამების საფუძვლები;
  • გრაფიკული დიზაინის ძირითადი პრინციპები, კომპოზიცია, ფერების თეორია, ტიპოგრაფია;
  • ილუსტრაციების და გრაფიკული ნამუშევრის შექმნა;
  • ვიზუალურად მიმზიდველი დიზაინის შექმნის პრინციპები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის, მათ შორის, ბეჭდური და ციფრული მედიისთვის;
  • დიზაინის კონცეფციებისა და პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ვიზუალური კომუნიკაციის გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად;
  • თავდაჯერებულობა და თამამი გადაწყვეტების მოფიქრება შემოქმედებით ექსპერიმენტებში და პერსონალური დიზაინის სტილის განვითარება.

ლექტორის შესახებ:

  • სალი ძანაშვილი ტერაბანკის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორია;
  • მას აქვს 12+ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
  • მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: Wendy's & DUNKIN' Georgia, არქი, Alma;
  • პორტფოლიო: https://www.behance.net/dzanashvili

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

სალომე გოგილაშვილი

 ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მოუწია ნულიდან ესწავლა ეს მიმართულება, სალიმ მაქსიმალურად საინტერესო და მარტივი გახადა ეს კურსი, რისთვისაც დიდი მადლობა.

სალომე კალპახჩევი

ლექტორი ყველანაირ კითხვაზე ყოველთვის გვპასუხობდა და ყველანაირ ინფორმაციას გვაწვდიდა, ლექციების ბოლოს თითქმის არ მქონდა ხოლმე კითხვები, რადგან ძალიან კარგად ხსნიდა ყველაფერს. მაგრამ როცა მქონდა რაიმე კითხვა ყოველთვის მზად იყო ამომწურავად პასუხისთვის. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის <3

სესილი ფიფია

ეს შეხვედრები ნამდვილად საინტერესო და შთამაგონებელი იყო. უფრო გამიღვივდა სურვილი იმისა, რომ სიღრმისეულად შევისწავლო გრაფიკული დიზაინი,რაც მთავარია უკვე ვიცი, როგორ გავიკვალო გზა. 

მარიამ პერტია

 სმარტ აკადემიის კურსი არის ძალიან კარგად ორგანიზებული, ყველა დეტალი არის კარგად გაწერილი და რაც მთავარია სწავლების დონე მაღალი.

ანა შეროზია

 კურსი იყო საოცრად მრავალფეროვანი,აზრობრივი და მივიღეთ მაქიმალური რესურსი,ახალი სფეროს შესასწავლად,რაც რა თქმა უნდა გიორგის პროფესიონალიზმის და მეგობრული დამოკიდებულების დამსახურებაა,მადლობა მას და მადლობა თქვენ,მომავალ შეხვედრამდე ?

ელენე შერმადინი

სალი ძალიან მეგობრულია, ყველანაირად ცდილობდა კომფორტული გარემოს შექმნას, ზრუნავდა, რომ ყველა სტუდენტს გამოეთქვა თავისი აზრი და გამოეხატა ინდივიდუალურობა. სრულად

მზია რაზმაძე

 საკმაოდ დახვეწილია ტექნიკურად საუკეთესო მასწავლებელთან ერთად ❤️. სალის საუკეთესო გადმოცემის უნარი აქვს, საუკეთესო მრჩეველიც არის და ამავდროულად  სამართლიანი.

თამუნა ყიფიანი

ლექტორი ძალიან კარგად ხსნიდა ახალ მასალას. ვერ გაგების შემთხვევაში რამდენჯერმეც გვიხსნიდა დაუზარელად. ყოველი ლექცია და დავალება იყო საინტერესო.

ანონიმური შეფასება

კურსზე კარგად იყო გაწერილი თითოეული ლექცია და ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხსნიდა ლექტორი. კურსი იყო ინფორმაციული და ბევრ ინფორმაციას მოიცავდა.

ანონიმური შეფასება

სმარტ აკადემიის კურსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კურსის განმავლობაში მარტივია აღმოაჩინო და შეიძინო უნარები,მიიღო უწყვეტი ინსპირაცია და იპოვო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

ნინო ლელაშვილი

სალი გულწრფელი და კომპეტენტური ლექტორია, ცოდნის გაზიარების განსაკუთრებულად კარგი უნარებით!

მარიამ ბორძიკიძე

კურსი იყო კარგად ორგანიზებული და ძალიან ინფორმაციული, კურსის ყველაზე დიდი პლიუსი კი ლექტორია.

მარიამ გოგილავა

გიორგი არის საუკეთესო ლექტორი, რომელიც არის დეტალებზე ორიენტირებული და მასალის სტუდენტამდე ზუსტად მიწოდება შეუძლია. ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით დიდი მადლობა სმარტ აკადემიას <3 

ანონიმური შეფასება

 კმაყოფილი ვარ როგორც შინაარსით (საინტერესო თემები და პრაქტიკული დავალებები), ასევე ტექნიკური მხარით (ჩანაწერები, მასალები, ორგანიზებულობა). ლექტორი მეგობრული, ყურადღებიანი და მოტივირებული იყო, რაც სასწავლო პროცესს ბევრად ამარტივებდა. ცოდნას გასაგებად და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიზიარებდა, რაც დიდად დამეხმარა.

ანონიმური შეფასება

 ჩემი აღმოჩენაა სალი, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ერთი დიდი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა.

ანა ნეფარიძე

 ძალიან კმაყოფილი ვარ. 0 დან შევისწავლე ყველაფერი , ეს ყველაფერი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო ჩემი რეკომენდაცია თქვენ მადლობა ყველადროსთვის

ნია ხახუტაიშვილი

ლექტორი საკმაოდ გასაგებად და მარტივად ხსნიდა მასალებს, ჩემთვის ეს საკმაოდ მოსახერხეველი და კომფორტული იყო. მიდა ავღნიშნო რომ კურსის გავლა იმაზე საინტერესო იყო ვიდრე მოველოდი. საბოლოო ჯამში, კურსი ძალიან კარგი იყო, ყველაფერი გასაგებად იყო ახსნილი.

ელენე ჩუბინიძე

ლექტორმა შექმნა ძალიან კომფორტული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. თითოეულ დეტალს დიდი ყურადღებით და მოთმინებით ხსნიდა, ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა. 

ნიკოლოზ გოჩაშვილი

 ყველაფერი იყო კომფოტული, ტექნიკურად გამართული და სასიამოვნო. ლექტორი კი საქმის პროფესინალი, მეგობრული, ძალიან კრეატიულია.

ანონიმური შეფასება

 კურსი კარგად იყო დაგეგმილი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად. ლექტორის შეხვედრები ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და პროდუქტიული იყო, ამიტომაც ავირჩიე მისი კურსი. ძალიან  საინტერესოდ წარმართავდა ლექციებს. პრაქტიკული სამუშაოები ძალიან აადვილებდა ცოდნის განმტკიცებას, დროული უკუკავშირი კი შეცდომებს ამცირებდა. საბოოლოოდ კარგ შედეგამდე მივდიოდით. ყოველთვის ამატებდა დროს, რომ ყველა დავალება საფუძვლიანად განეხილა.

ნათია კურტანიძე

 გიორგის კარგი პროფესიული და სასწავლო უნარები აქვს, გადმოცემის სასიამოვნო მანერა. 


სხვა კურსები

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

AGILE გუნდის ფასილიტაცია

AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს განავითაროს ფასილიტატორის აზროვნება, ცოდნა და უნარები, მიიღოს გამოცდილება პრაქტიკოსისგან და აქტიურად ჩაერთოს სწავლებაში.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

ციფრული პროდუქტების ტესტირება GITA

ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, შეძლოს პროექტების მართვის ინსტრუმენტების გამოყენება, დაგეგმოს კარიერული გზა და მოემზადოს გასაუბრებისთვის.

ყველა კურსი