გრაფიკული დიზაინის კურსი

ღირებულება 1390 ₾

განვადებით თვეში 43 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

რას ვისწავლი გრაფიკული დიზაინის კურსზე?

  • Adobe Photoshop და Illustrator-ის პროგრამების საფუძვლები;
  • გრაფიკული დიზაინის ძირითადი პრინციპები, კომპოზიცია, ფერების თეორია, ტიპოგრაფია;
  • ილუსტრაციების და გრაფიკული ნამუშევრის შექმნა;
  • ვიზუალურად მიმზიდველი დიზაინის შექმნის პრინციპები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის, მათ შორის, ბეჭდური და ციფრული მედიისთვის;
  • დიზაინის კონცეფციებისა და პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ვიზუალური კომუნიკაციის გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად;
  • თავდაჯერებულობა და თამამი გადაწყვეტების მოფიქრება შემოქმედებით ექსპერიმენტებში და პერსონალური დიზაინის სტილის განვითარება.

ლექტორის შესახებ:

  • სალი ძანაშვილი ტერაბანკის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორია;
  • მას აქვს 12+ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
  • მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: Wendy's & DUNKIN' Georgia, არქი, Alma;
  • პორტფოლიო: https://www.behance.net/dzanashvili

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

მარიამ პერტია

 სმარტ აკადემიის კურსი არის ძალიან კარგად ორგანიზებული, ყველა დეტალი არის კარგად გაწერილი და რაც მთავარია სწავლების დონე მაღალი.

ნათია კურტანიძე

 გიორგის კარგი პროფესიული და სასწავლო უნარები აქვს, გადმოცემის სასიამოვნო მანერა. 

ანონიმური შეფასება

კურსის იყო მაქსიმალურად ინფორმატიული, მსმენელებზე ორიენტირებული; იმის გათვალისწინებით, რომ არ მქონდა გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, მომცა შესაძლებლობა, დროის მოკლე მონაკვეთში ამეთვისებინა ყველა საჭირო "ინსტრუმენტი". ლექტორი არის თავისი საქმის პროფესიონალი, მაქსიმალურად გასაგებად და ამომწურავად გვიხსნიდა ყველა დავალებას, ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის და ვთვლი, რომ იმაზე მეტი ცოდნა მოგვცა ვიდრე კურსით იყო გათვალისწინებული; ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ.

ელენე ჩუბინიძე

ლექტორმა შექმნა ძალიან კომფორტული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. თითოეულ დეტალს დიდი ყურადღებით და მოთმინებით ხსნიდა, ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა. 

ნია ხახუტაიშვილი

ლექტორი საკმაოდ გასაგებად და მარტივად ხსნიდა მასალებს, ჩემთვის ეს საკმაოდ მოსახერხეველი და კომფორტული იყო. მიდა ავღნიშნო რომ კურსის გავლა იმაზე საინტერესო იყო ვიდრე მოველოდი. საბოლოო ჯამში, კურსი ძალიან კარგი იყო, ყველაფერი გასაგებად იყო ახსნილი.

ანონიმური შეფასება

 კურსი კარგად იყო დაგეგმილი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად. ლექტორის შეხვედრები ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და პროდუქტიული იყო, ამიტომაც ავირჩიე მისი კურსი. ძალიან  საინტერესოდ წარმართავდა ლექციებს. პრაქტიკული სამუშაოები ძალიან აადვილებდა ცოდნის განმტკიცებას, დროული უკუკავშირი კი შეცდომებს ამცირებდა. საბოოლოოდ კარგ შედეგამდე მივდიოდით. ყოველთვის ამატებდა დროს, რომ ყველა დავალება საფუძვლიანად განეხილა.

ანონიმური შეფასება

გრაფიკული დიზაინის კურსმა მომცა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ საკუთარი იდეების ვიზუალურად გადმოცემის უნარი. ძალიან დიდი მადლობა გიორგის აქტიური ჩართულობისა და ყურადღებისთვის, მოკლედ რომ ვთქვა საუკეთესო ლექტორი, საუკეთესო ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია. ჩემს მეგობრებსაც ვურჩევ ამ კურსს.

ანონიმური შეფასება

ლექტორი ხსნიდა გასაგებად და საინტერესოდ, იყენებდა დამატებით რესურსებს, რაც სასარგებლო იყო ამ სფეროს უფრო ახლოს გაცნობისა და იდეების გენერირებისთვის, დავალებები იყო საინტერესო და უკუკავშირი იყო ეფექტური.

მარიამ გოგილავა

გიორგი არის საუკეთესო ლექტორი, რომელიც არის დეტალებზე ორიენტირებული და მასალის სტუდენტამდე ზუსტად მიწოდება შეუძლია. ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით დიდი მადლობა სმარტ აკადემიას <3 

ანონიმური შეფასება

 ჩემი აღმოჩენაა სალი, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ერთი დიდი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა.

მარიამ ბორძიკიძე

კურსი იყო კარგად ორგანიზებული და ძალიან ინფორმაციული, კურსის ყველაზე დიდი პლიუსი კი ლექტორია.

სალომე კალპახჩევი

ლექტორი ყველანაირ კითხვაზე ყოველთვის გვპასუხობდა და ყველანაირ ინფორმაციას გვაწვდიდა, ლექციების ბოლოს თითქმის არ მქონდა ხოლმე კითხვები, რადგან ძალიან კარგად ხსნიდა ყველაფერს. მაგრამ როცა მქონდა რაიმე კითხვა ყოველთვის მზად იყო ამომწურავად პასუხისთვის. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის <3

სალომე გოგილაშვილი

 ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მოუწია ნულიდან ესწავლა ეს მიმართულება, სალიმ მაქსიმალურად საინტერესო და მარტივი გახადა ეს კურსი, რისთვისაც დიდი მადლობა.

ანა ნეფარიძე

 ძალიან კმაყოფილი ვარ. 0 დან შევისწავლე ყველაფერი , ეს ყველაფერი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო ჩემი რეკომენდაცია თქვენ მადლობა ყველადროსთვის

თამუნა ყიფიანი

ლექტორი ძალიან კარგად ხსნიდა ახალ მასალას. ვერ გაგების შემთხვევაში რამდენჯერმეც გვიხსნიდა დაუზარელად. ყოველი ლექცია და დავალება იყო საინტერესო.

ნინო ლელაშვილი

სალი გულწრფელი და კომპეტენტური ლექტორია, ცოდნის გაზიარების განსაკუთრებულად კარგი უნარებით!

ანონიმური შეფასება

სმარტ აკადემიის კურსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კურსის განმავლობაში მარტივია აღმოაჩინო და შეიძინო უნარები,მიიღო უწყვეტი ინსპირაცია და იპოვო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

ანი ნასყიდაშვილი

კურსი აგებული იყო მარტივიდან რთული დავალებებისაკენ, რაც სრულიად დაძლევადი, თანმიმდევრული და შედეგიანი აღმოჩნდა. ლექტორი სრულიად ამომწურავად გვიხსნიდა მასალას და, რაც მთავარია, ძალიან კარგ და სიღრმისეულ უკუკავშირს გვძლევდა. მადლობა მას ამისათვის <3

ანონიმური შეფასება

 კმაყოფილი ვარ როგორც შინაარსით (საინტერესო თემები და პრაქტიკული დავალებები), ასევე ტექნიკური მხარით (ჩანაწერები, მასალები, ორგანიზებულობა). ლექტორი მეგობრული, ყურადღებიანი და მოტივირებული იყო, რაც სასწავლო პროცესს ბევრად ამარტივებდა. ცოდნას გასაგებად და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიზიარებდა, რაც დიდად დამეხმარა.

სესილი ფიფია

ეს შეხვედრები ნამდვილად საინტერესო და შთამაგონებელი იყო. უფრო გამიღვივდა სურვილი იმისა, რომ სიღრმისეულად შევისწავლო გრაფიკული დიზაინი,რაც მთავარია უკვე ვიცი, როგორ გავიკვალო გზა. 

ანა შეროზია

 კურსი იყო საოცრად მრავალფეროვანი,აზრობრივი და მივიღეთ მაქიმალური რესურსი,ახალი სფეროს შესასწავლად,რაც რა თქმა უნდა გიორგის პროფესიონალიზმის და მეგობრული დამოკიდებულების დამსახურებაა,მადლობა მას და მადლობა თქვენ,მომავალ შეხვედრამდე ?

მზია რაზმაძე

 საკმაოდ დახვეწილია ტექნიკურად საუკეთესო მასწავლებელთან ერთად ❤️. სალის საუკეთესო გადმოცემის უნარი აქვს, საუკეთესო მრჩეველიც არის და ამავდროულად  სამართლიანი.

მარიამი ლონდარიძე

ვფიქრობ ტექნიკურად ყველაფერი გამართული იყო, ასევე კურსის ჰიბრიდული სწავლება უფრო მიმარტივებდა უკლებლივ ყველა ლექციაზე დასწრებას. შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება ყველაფერი იყო ამომწურავი. კურსის განმავლობაში კომფორტული გარემოს შექმნა სწორედ გიორგის დამსახურებაა. ის ცდილობდა დავალებები ამომწურავად განგვეხილა და ორიენტირებული იყო თითოეული დეტალის ახსნაზე. ხშირად იმაზე მეტ დროსაც გვითმობდა ვიდრე სილაბუსში იყო გაწერილი, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე.

ნიკოლოზ გოჩაშვილი

 ყველაფერი იყო კომფოტული, ტექნიკურად გამართული და სასიამოვნო. ლექტორი კი საქმის პროფესინალი, მეგობრული, ძალიან კრეატიულია.

ანონიმური შეფასება

კურსზე კარგად იყო გაწერილი თითოეული ლექცია და ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხსნიდა ლექტორი. კურსი იყო ინფორმაციული და ბევრ ინფორმაციას მოიცავდა.

ელენე შერმადინი

სალი ძალიან მეგობრულია, ყველანაირად ცდილობდა კომფორტული გარემოს შექმნას, ზრუნავდა, რომ ყველა სტუდენტს გამოეთქვა თავისი აზრი და გამოეხატა ინდივიდუალურობა. სრულად


სხვა კურსები

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ისწავლე მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით

ყველა კურსი