გრაფიკული დიზაინის კურსი
-
- ლექტორი გიორგი ვართუმაშვილი
-
- შეხვედრები
-
ფიზიკურად+ონლაინ
3 თვე, 23 შეხვედრა - 42 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 8 სექტემბერი
-
სამშაბათი - 20:00 - 22:00 სთ
პარასკევი - 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება 1550 ₾ 1350 ₾
განვადებით თვეში 42 ₾-დან
გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანი
გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფერო ჩვენს რეალობაში, ამიტომ მოგვეთხოვება, რომ მუდამ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენი ცოდნით და შესაძლებლობებით.
გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.
გრაფიკული დიზაინის კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop და Adobe Illustrator) ტექნიკური ცოდნა და Adobe Indesign-ის პროგრამის ძირითადი პრინციპები. საკუთარი იდეების დამუშავებისა და გაცოცხლებისთვის.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლები
- საბეჭდი და ვებ-მასალის მომზადება
- ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობა
- მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობა
- მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნა