ციფრული მარკეტინგის კურსი

ღირებულება 1500 ₾

განვადებით თვეში 47 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ციფრული მარკეტინგის კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამწყები ციფრული მარკეტერი, რომელიც შეძლებს ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას, ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას, რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში, დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას, შედეგების გაზომვასა და გაანალიზებას.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • ციფრული მარკეტინგის რაობა, მნიშვნელობა და საქართველოში გამოყენებული ციფრული არხები;
  • ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტერმინოლოგია;
  • Facebook, Instagram, LinkedIn ფეიჯის მართვის ფუნქციონალი;
  • ძირითადი ციფრული სარეკლამო არხების ტექნიკური შესაძლებლობები და ფუნქციონალი - Meta Ads & Google Ads;
  • ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება - Google Analytics; Event Manager;
  • დამხმარე ციფრული არხების და ხელსაწყოების საჭიროება და ტექნიკური შესაძლებლობები - Tag Manager, Looker Studio, Mailchimp, ა.შ.;
  • ციფრული სტრატეგიის ან/და გეგმის შექმნა და გაზომვადი მიზნების დასახვა;
  • სტრატეგიის შესაბამისი რეკლამების განთავსება;
  • რეკლამის ოპტიმიზაცია და შედეგების გაანალიზება;
  • შედეგებზე ორიენტირებული ციფრული კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტინგი, ანალიზი.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურს B1 დონეზე

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

 კურსი ძალიან საინტერესო იყო და ბევრ მასალას მოიცავდა. ლექტორის პროფესიონალიზმი დაგვეხმარა ინფორმაციის მარტივად გაგებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში. 

ანონიმური შეფასება

ძალიან მომეწონა ანა, საუკეთესო ლექტორია. ყველა ლექცია იყო ერთმანეთზე საინტერესო და ინფორმაციული. ბევრი რამ ამომწურავად ვისწავლე. 

ანონიმური შეფასება

კურსი სრულიად გამართული იყო ტექნიკურად და შინაარსობრივად, შევისწავლე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ლექტორი ნამდვილად პროფესიონალი და თავის საქმეზე შეყვარებულია, მისი ლექციები იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო. ყველაფერს ძალიან დეტალურად ხსნიდა, რაც მიადვილებდა დავალებების შესრულებასა და საკითხის გააზრებას.

ლანა ლაგვილავა

კურსმა მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა და გამიჩინა სტიმული, ამ სფეროში კიდევ უფრო დავიხვეწო. აღსანიშნავია ლექტორის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ძალიან კარგად იგრძნობოდა კურსის მიმდინარეობისას, ასევე მსგავსი გამოცდილების მქონდე ლექტორისგან სწავლა საინტერესო პროცესად იქცა.

თემო ღონღაძე

ძალიან კარგი იყო როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად. ანა ძალიან კარგად ხსნიდა ყველა თემას, ასევე ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვს და ლექციები მიმდინარეობდა საინტერესოდ.


სხვა კურსები

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურთ ორგანიზაციაში ჩამოაყალიბონ სწავლებისა და განვითარების (Learning & Development/L&D) თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ეფექტური სისტემა.

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

ყველა კურსი