პროექტების მართვა - PMP

ღირებულება 1600 ₾

განვადებით თვეში 50 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

სასწავლო კურსის შედეგები

  • მონაწილეები მიიღებენ ცოდნას პროექტების მართვის Waterfall, Agile, Hybrid მიდგომების, ამ მიდგომების სპეციფიკისა და მეთოდოლოგიების შესახებ;
  • მონაწილეებს ექნებათ დეტალური ცოდნა პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე შექმნილი დოკუმენტებისა და გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ;
  • მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას PMP გამოცდის 3 მთავარი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ;
  • მონაწილეები გამოიმუშავებენ/განივითარებენ თანამედროვე პროექტების ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად აუცილებელ ხედვებსა და უნარებს.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა (მონაწილეებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა იმ დონეზე, რომ შეეძლოთ ინგლისურენოვანი სასწავლო მასალის გაცნობა/გააზრება).

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

ყველა კურსი