AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში
-
- ლექტორი გიორგი ბასილაია
-
- შეხვედრები
-
ფიზიკურად+ონლაინ
1.5 თვე, 12 შეხვედრა - 25 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 6 აპრილი
-
ორშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება 1190 ₾
განვადებით თვეში
37 ₾-დანAI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.
კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან მაღალხარისხიანი ვიზუალების გენერაციას (Midjourney, Flux.1, DALL-E, Nanobanana), ვიდეოების წარმოებას (Sora, RunwayML, Pika, HeyGen), მუსიკის გენერაცია და ხმის კლონირებას (Suno, ElevenLabs) და პრეზენტაციების აწყობას Gamma-თი. ინოვაციური მეთოდოლოგიებით (SCAMPER, TRIZ, Miro Assist) ისინი შეძლებენ იდეების ვალიდაციასა და MVP-ის დაგეგმვას.
ყურადღება დაეთმობა კვლევას, ანალიტიკასა და პროდუქტიულობას Perplexity-ის, NotebookLM-ის, Notion AI-ისა და Google Workspace AI-ის დახმარებით. მონაწილეები ააწყობენ მარტივ ავტომატიზაციებს (Make.com, n8n), შექმნიან ვებ აპლიკაციებს No-code პლატფორმებით (Lovable.dev).
მსმენელები დააკონფიგურირებენ პერსონალურ Custom GPT-ებსა და Claude Projects-ს საკუთარი ცოდნის ბაზით, შეისწავლიან მონაცემთა უსაფრთხოებასა და AI ეთიკას და წარადგენენ დასკვნით Capstone პროექტს.
პროგრამა უზრუნველყოფს AI-ს სრულ ინტეგრირებას ნებისმიერ პროფესიაში, ოპტიმიზებული Workflow-ების შექმნას და პროდუქტიულობის მაქსიმალურ ზრდას.
AI კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- ახსნას, რა არის გენერატიული ხელოვნური ინტელექტი, რით განსხვავდება ტრადიციული AI-ისგან და შეადაროს წამყვანი მოდელები: ChatGPT (OpenAI), Claude (Anthropic), Gemini (Google) და Grok (xAI);
- გამოიყენოს ChatGPT-ის ინტერფეისი, ძირითადი ფუნქციები და გაიგოს AI-ის ევოლუცია LMSYS Chatbot Arena-ს რეიტინგებზე დაყრდნობით;
- დაწეროს მარტივი პრომპტები ყოველდღიური ამოცანებისთვის და გამოიყენოს CLEAR Framework სტრუქტურირებული მოთხოვნების შესაქმნელად;
- განასხვავოს Few-shot და Zero-shot Learning ტექნიკები და გამოიყენოს Chain-of-Thought მიდგომა რთული ამოცანებისთვის Claude-ის (დიდი კონტექსტისთვის) და Gemini-ს მეშვეობით;
- შექმნას როლზე დაფუძნებული პრომპტები სხვადასხვა სცენარისთვის და აწარმოოს ტექსტი სხვადასხვა ფორმატში (სტატია, პოსტი, ელფოსტა, ანგარიში) Claude-ის გამოყენებით (განსაკუთრებით ქართულ ენაზე);
- აკონტროლოს ტონი და სტილი აუდიტორიის მიხედვით, შეაჯამოს და დაარედაქტიროს ტექსტები ChatGPT-ისა და Notion AI-ის მეშვეობით;
- გამოიყენოს AI ბრეინშტორმინგისთვის და ახალი იდეების გენერაციისთვის ინოვაციური ფრეიმვორკების (SCAMPER, TRIZ) და Miro (Miro Assist) ვირტუალური დაფის დახმარებით;
- მიიღოს სწრაფი და ზუსტი პასუხები სამუშაო კითხვებზე Perplexity-ით, გადაამოწმოს ფაქტები, შეაფასოს წყაროს სანდოობა და გამოიყენოს NotebookLM დოკუმენტების სიღრმისეული ანალიზისთვის;
- შეაფასოს და დაავალიდიროს იდეები AI-ის დახმარებით, შეადაროს ვარიანტები და დაგეგმოს MVP (Minimum Viable Product) კონცეფცია;
- გამოიყენოს AI მომხმარებელთა მომსახურებაში (Customer Service), გაყიდვებსა და მარკეტინგში, მოარგოს ტექნოლოგია თავის კონკრეტულ ინდუსტრიას და განავითაროს პრაქტიკული Use Case-ები;
- შექმნას ოპტიმიზებული სამუშაო ნაკადები (Workflow-ები) რუტინული ამოცანებისთვის, ააწყოს პერსონალური პრომპტების ბიბლიოთეკა და გაზომოს პროდუქტიულობა Notion AI-ის ინტეგრაციით;
- შექმნას მაღალი ხარისხის სურათები Midjourney, DALL-E, Flux.1 და Canva AI-ის გამოყენებით, დაწეროს ეფექტური ვიზუალური პრომპტები და დაამუშაოს გამოსახულებები Nanobanana-თი;
- შექმნას პროფესიონალური პრეზენტაციები და ვებგვერდები Gamma-თი, აწარმოოს მუსიკა Suno AI-ისა და Udio-ს მეშვეობით და გამოიყენოს ElevenLabs ხმის გენერაციისა და Voice Cloning-ისთვის;
- შექმნას ვიდეოკონტენტი RunwayML, Pika, Sora და HeyGen-ით (ავატარები/თარგმნა), მოახდინოს ოპტიმიზაცია YouTube-ისა და TikTok-ისთვის და ააწყოს ავტომატიზაცია Make.com, n8n ან Zapier პლატფორმებით;
- შექმნას ვებ აპლიკაციები Lovable.dev-ით, გამოიყენოს Cursor, Bolt.new და Replit Agent კოდირებისთვის, დააკონფიგურიროს Custom GPTs/Claude Projects და წარადგინოს ფინალური Capstone პროექტი ეთიკისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
ლექტორის შესახებ:
- გიორგი ბასილაია 25 წელზე მეტია ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და ამ პერიოდში გაიარა გზა მკვლევრიდან უნივერსიტეტის პროფესორამდე და დამწყები ტექნიკოსიდან IT დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე;
- გიორგის გამოცდილება აერთიანებს როგორც აკადემიურ საქმიანობას, ისე პრაქტიკულ მენეჯერულ მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Microsoft, Amazon, IBM, Dell, HP-Enterprise, VMWare და სხვა;
- მისი საქმიანობის მიმართულებებია:
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეალურ ამოცანებში და პროფესიულ სფეროებში;
- კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული სისტემების დაცვა;
- No-Code და ავტომატიზაციის ინსტრუმენტები, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს;
- განათლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
- გიორგი არის:
- 14 სამეცნიერო სტატიის ავტორი საერთაშორისო ჟურნალებში (3388 ციტირებით Google Scholar-ის მიხედვით);
- 10 საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი;
- 18 საერთაშორისო კვლევითი პროექტისა და გრანტის მონაწილე ან ხელმძღვანელი (NATO, USAID, ERASMUS და სხვ.).
- მისი სწავლების სტილი დაფუძნებულია პრაქტიკაზე - ყოველი თეორიული თემის შემდეგ სტუდენტები მუშაობენ რეალურ ამოცანებზე. ეს მიდგომა კურსს აქცევს არა მხოლოდ ინფორმაციულს, არამედ პრაქტიკულ გზამკვლევად, რომელიც აუდიტორიას ეხმარება AI-ის ინტეგრირებაში საკუთარ სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.