FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ღირებულება 1390 ₾

განვადებით თვეში 43 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Front-End დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს Front-End დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

რას ვისწავლი Front-End-ის კურსზე?

  • ბრაუზერის დეველოპერული ინსტრუმენტის გამოყენებას (Dev Tools) 
  • HTML-ისა და CSS-ის საწყისებს 
  • განსხვავებას სემანტიკურ და არასემანტიკურ ტეგებს შორის 
  • Github-ის გამოყენებით რეპოზიტორიის შექმნა, პროექტის ატვირთვა / ჩამოტვირთვას, ცვლილებების შეტანას, PR-ებისა და branch-ების შექმნა
  • Keyframe ანიმაციებს
  • CSS ანიმაციებს 
  • CSS Flexbox-ის საფუძვლებს
  • Grid-ის საფუძვლებს 
  • Meta Tag-ებს 
  • ვებგვერდის გარესფონსივებას
  • Bootstrap-ის გამოყენების მეთოდებს 
  • Javascript-ის საფუძვლებს 
  • მომნიშვნელების (სელექტორების) გამოყენებას Javascript-ში 
  • DOM-ის მანიპულაციებს Javascript-ის გამოყენებით 
  • ასინქრონულობას Javascript-ში
  • სერვერზე ინფორმაციის მიმოცვლას
  • სტატიკური და დინამიური ვებგვერდის აწყობას
  • HTML5-ის ტეგების გამოყენებას  SEO-ს გათვალისწინებით
  • CSS-ის გამოყენებას ვებ გვერდის სტილებისა და ანიმაციებითვის
  • ცვლილებების შეტანა არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში
  • Github-ის სრულყოფილად გამოყენებას
  • ყველა მოწყობილობაზე მორგებული ვებ გვერდის აწყობას
  • მსმენელს ექნება SEO-ს საბაზისო ცოდნა, შეეძლება ვებ გვერდის SEO დიაგნოსტირება და შედეგების გაუმჯობესება

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე? 

  • Front-End Development & SEO კურსი არ მოითხოვს რაიმე სახის გამოცდილებას ან/და ცოდნას პროგრამირების მიმართულებით, საკმარისია ვიყო დაინტერესებული და მქონდეს განვითარების სურვილი

ლექტორების შესახებ:

ლუკა ბაბუნაძე

  • ლუკას აქვს React JS | React Native-ზე 4 წლიანი მუშაობისა და 3 წლიანი სწავლების გამოცდილება;
  • ამჟამად მუშაობს მობაილ დეველოპერად Epam-ში;
  • საქართველოს ბანკთან და GITA-სთან თანამშრომლობით სკოლის მოსწავლეებს ასწავლის ვებ დეველოპმენტს;
  • უმუშავია შემდეგ საერთაშორისო პროექტებზე: DanceScore, Voovly, GeStyle, EasyTrip.

რატი გველესიანი

  • Smart Web-ისა და Smart Academy-ს დამფუძნებელი;
  • SEO-ზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება;

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

თეონა დაუშვილი

 მადლობას ვუხდი სმარტ აკადემიის მთელს გუნდს, არაჩვეულებრივი მუშაობისთვის. ❤️ არაერთხელ აღვნიშნე ლუკას სრულყოფილი და მონდომებული მუშაობა, რომლის მიზანიც იყო, მარტივად გასაგები გაეხადა მასალა, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. მადლობა მას ასეთი პროდუქტიუკობისთვის. რატის ასევე დიდ მადლობას ვუხდი, საკმაოდ სასარგებლო და საინტერესო ლექციებისთვის.

მარიამ გეგეშიძე

 ლუკა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. იგი მასალას გასაგებად, სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად გადმოსცემს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს რთული ტექნიკური საკითხების აღქმას. მისი სწავლების პროცესში მკაფიოდ იგრძნობა როგორც თეორიული ცოდნის სიღრმე, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.ყოველთვის მზად არის სტუდენტების დასახმარებლად — კითხვებზე ამომწურავად პასუხობს, საჭიროების შემთხვევაში განმარტებებს რამდენჯერმე იმეორებს და ცდილობს, თითოეულ მსმენელს ინდივიდუალურად მიუდგეს. განსაკუთრებით დასაფასებელია მისი მიდგომა პრაქტიკულ საკითხებთან მიმართებაში: მაგალითებით,რჩევებით და ვიზუალური ახსნებით ის ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოს მაქსიმალურად უახლოვებს.მისი სწავლების სტილი, ორგანიზებულობა და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება ნათლად უსვამს ხაზს მის პროფესიონალიზმს და ადასტურებს, არა მხოლოდ იმას რომ თავისი საქმის პროფესიონალია,არამედ მაღალი დონის ლექტორიცაა.


სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

Mobile App Development with React Native

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მყარი ფუნდამენტი React Native-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

ყველა კურსი