ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

ღირებულება 890 ₾

განვადებით თვეში 28 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტის კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.


რას ვისწავლი კონცეპტ არტის კურსზე?

კურსის დასრულებისას სტუდენტები დაეუფლებიან ხატვის და კონცეპტ არტის საფუძვლებს, შეიძენენ დიზაინის ვიზუალიზაციის უნარებს, ეცოდინებათ ბრიფის ამოხსნა და ინდუსტრიის მოთხოვნები და  მზად იქნებიან ააწყონ პორტფოლიო და განსაზღვრონ თვითგანვითარების გზები.

კონცეპტ არტის კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • ნებისმიერი სახის კონცეპტ დიზაინის შექმნას
  • სხვადასხვა ობიექტების აგებას პერსპექტივაში 
  • ნახატის შექმნას და დამუშავებას
  • პორტფოლიოს მორგებას კონკრეტული კომპანიისთვის


ლექტორის შესახებ:

  • ლაშა შველიძე არის კონცეპტ არტისტი, რომელიც 4 წელზე მეტია ვიდეო თამაშების სფეროში მუშაობს;
  • აქვს მრავალწლიანი ფრილანსინგის გამოცდილება;
  • უმუშავია ისეთ კომპანიებთან როგორიც არის “Azur Games” და “Voodoo Games”;
  • პორტფოლიო შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.artstation.com/lshvelidze 


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

დეა გაგნიძე

სმარტ აკადემიის შესახებ გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან საინტერესო მიმართულებები გაქვთ. მნიშვნელოვანია ორგანიზების და ხარისხის მაღალი დონე, მიუხედავად შეზღუდული დროისა.

გიორგი ქარქუზაშვილი

ლაშა შველიძე წარმოუდგენლად მეგობრული, პროფესიონალი და ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ლექტორია. თუ გაქვთ კითხვები და ინტერესი, ის ყოველთვის მზად არის, გამოგიწოდოთ დახმარების ხელი და თავისი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროთ. სრულად

ხვიჩა წენგუაშვილი

მიღებული ცოდნა გამომადგა ანიმაციისა და ილუსტრაციების შექმნაში. კურსის დასრულების შემდეგ დავსაქმდი კონცეპტ არტისტად და აქტიურად ვაგრძელებ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.


სხვა კურსები

ფინანსების მართვის გაძლიერებული კურსი

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერების პროფესიული ცოდნის გაღრმავება უფრო რთული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც განაპირობებს ბიზნესის მართვის ხარისხის ამაღლებას, რისკების მინიმიზაციას და გრძელვადიანი სტრატეგიული ზრდის უზრუნველყოფას.

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში - EXPRESS COURSE

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში EXPRESS არის 18-საათიანი კონცენტრირებული კურსი, რომელიც სამ კვირაში გაძლევს ყველაზე აქტუალურ AI უნარებს. პროგრამა მოიცავს გენერაციული AI-ის საფუძვლებს, Prompt Engineering-ის მოწინავე ტექნიკებსა და წამყვანი მოდელების - ChatGPT, Claude და Gemini - პრაქტიკულ გამოყენებას.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

ყველა კურსი