IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

ღირებულება 1800 ₾ 1600 ₾

განვადებით თვეში 50 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. 

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.

გამოყენებული ლიტერატურა: CompTIA A+: Guide to IT Technical Support, 11th Edition Cengage Learning. Jean Andrews, Joy Shelton, Nicholas Pierce. 

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მსმენელებს შეუძლიათ:

  • ნებისმიერ კერძო კომპანიასა თუ სახელმწიფო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს კომპიუტერული ტექნიკა, ქსელი, სხვა მოწყობილობები, მხარდაჭერის სპეციალისტად დასაქმება;
  • პერსონალური კომპიუტერისა და ლეპტოპის პარამეტრების ოპტიმალურ შერჩევა, შეფასება;
  • ოპერაციული სისტემა Windows, Linux, macOS ინსტალაცია, გამართვა და პრობლემის აღმოჩენა/აღმოფხვრა;
  • კარიერული წინსვლა შემდგომ სისტემური ადმინისტრირების, DevOps ინჟინრის ან ნებისმიერი სხვა IT მიმართულებით.

დასაქმების შესაძლო პოზიციები:

  • IT ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი (IT Support Specialist);
  • სერვის დესკის სპეციალისტი (Help Desk Technician);
  • სისტემური ადმინისტრატორის ასისტენტი (Junior System Administrator);
  • კომპიუტერული ქსელების ტექნიკოსი (Network Technician);
  • პირველი დონის უსაფრთხოების ანალიტიკოსი (Tier 1 Security Analyst);
  • საოფისე ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე? 

  • პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი Windows-ის ოპერაციული სისტემით, ადმინისტრატორის უფლებებით, სასურველია 8GB ან მეტი ოპერატიული მეხსიერება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

გიორგი კურტანიძე

მადლობას ვუხდი გიორგი ბასილაიას ჩატარებული ლექციებისთვის, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით. მივიღე ღირებული და პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც გამოვიყენებ მომავალ საქმიანობაში.

ანონიმური შეფასება

ამ კურსში მიღებულმა ცოდნამ უფრო მეტად გამიმძაფრა ინტერესი IT სფეროს მიმართ. ვისურვებდი, მეტი ფიზიკური შეხვედრა ყოფილიყო პრაქტიკული მეცადინეობებისთვის. თეორიული ნაწილით კმაყოფილი ვარ, საკმაოდ მრავლისმომცველი იყო. ლექტორის დიდი წვლილია იმაში, რომ ამ კურსმა ამდენად დამაინტერესა და ბოლო ლექციამდე ჩართული ვიყავი. იშვიათად შემხვედრია ლექტორი, რომელსაც მუდმივი განვითარების სურვილი ნათლად ეტყობა, მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად. შაბლონურად არ ჩაუვლია ამ კურსს და მადლობელი ვარ ამის გამოც.

მარიამ ერისთავი

პირველ რიგში აღვნიშნავდი რომ აღფრთოვანებული ვარ გიორგის, როგორც პიროვნებისა და როგორც ლექტორის უნარ-ჩვევებით, დასანანია, ამ დრომდე რომ არ ვიცნობდი მას. ის არის გამორჩეული ლექტორი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. მისი სწავლების სტილი ორიენტირებულიაპრაქტიკაზე, რაც ტექნოლოგიურ კონცეფციებს მარტივად აღქმადსა და ადვილად გამოსაყენებელს ხდის. გიორგის მრავალწლიანმა გამოცდილება და ინოვაციებისადმი მიდგომამ ,მაქსიმალურად მოგვცა შესაძლებლობა რომ აგვეთვისებინა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. მადლიერი ვარ მისი პფოესინალიზმისთვის, რამაც ჩემი უნარები სხვა მიმართულებით განავითარა. კურსიდან მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოსაყენებელია და მათ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში აუცილებლად დავნერგავ. კურსი ნამდვილად სასარგებლო და ინფორმატიული გახლდათ.

ივერი ხვედელიძე

 ლექტორს არ დაეწუნებოდა არაფერი თავისი საქმის პროფესიონალია, გასაგებად ხსნიდა ყველაფერს.

ნიკა კახიანი

 საერთო ჯამში კურსი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. გიორგი ბასილაია მართლაც თავისი საქმის პროფესიონალია და მოხარული ვარ რომ ჩვენი მენტორი იყო კურსის განმავლობაში. ბევრი საკითხი ნაცნობი იყო ჩემთვის მაგრამ ამავდროულად ბევრი ახალი ცოდნა წავიღე ამ კურსიდან რისთვისაც მადლობას გიხდით. მადლობა კიდევ ერთხელ გიორგის, რომ ასე მონდომებით გაუძღვა კურსს.

ავთანდილი რაჯაბაშვილი

 კურსი იყო მაღალი დონის როგორც შინაარსობრივად ისე ტექნიკურად. ყველაფერი იყო გასაგები და კარგად ორგანიზებული. ლექტორი არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. მასალას ხსნის ძალიან გასაგებად განსაკუთრებით დასაფასებელია ის, რომ თეორიულ საკითხებთან ერთად ყოველთვის მოჰყავდა რეალური პრაქტიკული მაგალითები, რაც მასალის ათვისებას ბევრად აადვილებდა. 


სხვა კურსები

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

ყველა კურსი