ციფრული მარკეტინგის კურსი

ღირებულება 1700 ₾ 1500 ₾

განვადებით თვეში 47 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ციფრული მარკეტინგის კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამწყები ციფრული მარკეტერი, რომელიც შეძლებს ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას, ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას, რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში, დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას, შედეგების გაზომვასა და გაანალიზებას.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • ციფრული მარკეტინგის რაობა, მნიშვნელობა და საქართველოში გამოყენებული ციფრული არხები;
  • ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტერმინოლოგია;
  • Facebook, Instagram, LinkedIn ფეიჯის მართვის ფუნქციონალი;
  • ძირითადი ციფრული სარეკლამო არხების ტექნიკური შესაძლებლობები და ფუნქციონალი - Meta Ads & Google Ads;
  • ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება - Google Analytics; Event Manager;
  • დამხმარე ციფრული არხების და ხელსაწყოების საჭიროება და ტექნიკური შესაძლებლობები - Tag Manager, Looker Studio, Mailchimp, ა.შ.;
  • ციფრული სტრატეგიის ან/და გეგმის შექმნა და გაზომვადი მიზნების დასახვა;
  • სტრატეგიის შესაბამისი რეკლამების განთავსება;
  • რეკლამის ოპტიმიზაცია და შედეგების გაანალიზება;
  • შედეგებზე ორიენტირებული ციფრული კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტინგი, ანალიზი.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურს B1 დონეზე

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ეკა დავითაძე

აღფრთოვანებული ვარ სმარტ აკადემის, მოწესრიგებულობით და ყურადღებით, თვადაპირველად ყველა საკითხი იყო დეტალურად განხილული და გარდა ამისა ნებისმიერ დღის მონაკვეთში თქვნი მხრიდან ხდებოდა ოპერატიულად პასუხის დაბრუნება კითხვებზე და ასევე დახმარება, ამ მხრივ ფრიად გაკვირვებული დავრჩი❤️ რაც შეეხება თიო ზარნაძეს, მასზე ბევრი რამის თქმა შემიძლია და ყველაფერ დადებითს უკავშირდება, ჩემთვის თიო არის ზე პროფესიონალი, ზე პასუხისმგებლიანი და საოცარი ახსნის მქონე ადამიანი, რომელმაც თავისი რესურსის თითოეული ნაწილი ჩადო ჩვენს ცოდნაში და თითოეულ ლექციაში❤️

გიორგი მიქელაძე

 სრულიად კმაყოფილი ვარ კურსის ყველა ასპექტით, განსაკუთრებით ლექტორით! საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც ძალიან საინტერესოდ გვიხსნიდა ყველაფერს. ძალიან კმაყოფილი ვარ.

სალომე მწარიაშვილი

თიო ზარნაძის დახმარებით 33 წლის ასაკში აღმოვაჩინე საქმიანობა, რომელზეც ცხოვრების ბოლომდე სიამოვნებით ვიმუშავებ. სრულად

თინათინ ყულჯანიშვილი

კურსი იყო ამომწურავი, ინფორმაციული და ძალიან საინტერესო. რაც მთავარია, იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული, რაც თეორიული მასალის ათვისებას ძალიან აადვილებდა. კურსის მიმართ მაღალი მოლოდინი მქონდა, თუმცა კურსმა მას გადააჭარბა. ამ გამოცდილებისთვის დიდ მადლობას ვუხდი სმარტ აკადემიას. სრულად

ანონიმური შეფასება

 თიო არის პროფესიონალი ♥️უფრო მეტად შემაყვარა ეს სფერო. ყოველთვის ღია იყო პასუხებისთვის და მზად იყო დასახმარებლად.

ანონიმური შეფასება

ტექნიკურად ყველაფერი იყო გამართული რისიც მადლობელი ვარ. ლექციებიც და დავალებებიც იტვირთებოდა გონივრულ ვადაში. თქვენმა აკადემიამ იმხელა ნდობა დაიმსახურა, რომ ვფიქრობ სხვა ლექტორებიც თიოს მსგავსად ოქროები გყავთ.

ანონიმური შეფასება

თიო ზარნაძის მიერ ჩატარებული თითოეული ლექცია იყო საინტერესო და გასაგები ჩემთვის , როგორც ამ სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის. დიდი მადლობა თიოს და სმარტ აკადემიას.

ლიკა მატუა

კურსის დასრულების შემდეგ, ჩემი მიზანი ციფრულ სამყაროში დამკვიდრებაა. სრულად

ქეთი გრიშიკაშვილი

აღფრთოვანებული ვარ თიოთი! ადამიანი, რომელიც მთელ გულს დებს კურსში, რომ გადმოგცეს ცოდნა და გიზიარებს თავის გამოცდილებას, გაძლევს რჩევებს და სრულ ინფორმაციას.

ნინა ჭელიძე

ეს კურსი ჩემთვის პროფესიული სტარტი გახდა. მივიღე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც შემიძლია რეალურად გამოვიყენო ნებისმიერ სამუშაო პროცესში.ლექტორი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ადამიანური დამოკიდებულებითა და მასალის მარტივად ახსნის უნარით. სრულად

თამარ წულაია

 უკომპეტენტურესი?უსაყვარლესი?უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან !!!

ანონიმური შეფასება

არაჩვეულებრივი ლექტორია თიო. ყველაფერს გულდასმით ხსნიდა და საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიდა. 

ანა ყვავიაშვილი

 თიო არის საუკეთესო ადამიანი და ლექტორი. ძალიან ყურადღებიანია და გულით აკეთებს თავის საქმეს. ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ და გული მწყდება რომ დამთავრდა.

ანონიმური შეფასება

თიო ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია ვისაც კი ვიცნობ, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელსაც არ ეზარება მისი ცოდნის დაწვრილებით გაზიარება და დამატებით მაგალითების მოყვანა თავისი გამოცდილებიდან. ყოველი ლექცია თიოსთან კომფორტული და მიზანმიმართული იყო. ის არის ლექტორი, რომელიც სამართლიანად აფასებს და ამავდროულად ხელს უწყობს სტუდენტებს.კურსი იყო ინფორმაციული,შინაარსობრივად საინტერესო,კურსის მიზნის შესაბამისი.

ანონიმური შეფასება

 დეტალურად გავიარეთ ძირითადი საკითხები, რაც ამ კურსის ფარგლებში შეიძლებოდა. თიო ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალია, დაუღალავი ენერგიით. ყოველთვის მზად იყო ეპასუხა ჩვენი კითხვებისთის ამომწურავად.

ანონიმური შეფასება

აკადემია, რომელსაც ყოველთვის გავუწევ რეკომენდაციას, ვენდობი შერჩეულ ლექტორებს და ზედმიწევნით გაწერილ სილაბუსს. ეს ნდობა სმარტ აკადემიამ მომაპოვებინა ამ კურსების მიმართ.

ანონიმური შეფასება

ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე ამ კურსისგან და ყველაფერი ძალიან მომეწონა. ლექტორი არის თავისი საქმის პროფესიონალი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. ძალიან ცოტას თუ შეხვდებით ეგეთ ლექტორს. სიამოვნებით გავივლიდი სხვა კურსებსაც.

მარიამ ხვედიაშვილი

ამ დროის განმავლობაში არა მხოლოდ თეორიული, არამედ რეალური პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე - როგორც კონტენტის დაგეგმვაში, ისე რეკლამების მართვაში, აუდიტორიების განსაზღვრასა და შედეგების ანალიზში. 

მარიამ გელენიძე

 თიო ზარნაძის მიერ ჩატრებული თითოეული ლექცია იყო საინტეტერესო და გასაგები ჩემთვის, როგორც ამ სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის. შევიძინე ცოდნა, რისი გამოყენებაც კურსის დასრულებამდე დავიწყე. დიდი მადლობა თიოს და სმარტ აკადემიას ❤️

მარიამ გოგია

მივიღე საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც აუცილებლად გამომადგება პირად საქმიანობაში. ვნახოთ, შესაძლოა მომავალში პროფესიულადაც განვვითარდე ამ მიმართულებით. სრულად

შორენა ლუთიძე

ციფრული მარკეტინგის კურსმა ჩემს მოლოდინებს სრულად გადააჭარბა. როგორც დამწყები, არ ველოდი, თუ ამხელა ცოდნას, გამოცდილებას და თავდაჯერებას მომცემდა ეს კურსი. მან ასევე მომცა მოტივაცია, რომ ამ სფეროში კარიერა დავიწყო. სრულად

ანონიმური შეფასება

ძალიან კმაყოფილი ვარ! კურსი იყო დატვირთული როგორც თეორიით, ასევე პრაქტიკით. ორივე ნაწილს სათანადო ყურადღება ექცეოდა და ლექტორი ამომწურავად გვაძლევდა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს. 

ანონიმური შეფასება

კურსი იყო გამართული და დამწყებ სტუდენტებზე მორგებული. დრო გადანაწილდა მართებულად, გათვალისწინებული იყო სტუდენტების საჭიროებები. ლექტორი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, დადებითი, უშუალო და მეგობრული პიროვნება, გამორჩეული ახსნისა და გადმოცემის უნარით.

ნინო თევდორაძე

 კურსმა ზუსტად ის მომცა რაც მინდოდა. მენტორი საკითხებს ხსნიდა გასაგები ენით და ნებისმიერ კითხვაზე გვპასუხობდა.უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ კურსით.

ანონიმური შეფასება

გამართული იყო ყველანაირი საკომუნიკაციო არხი, ყველა ლექცია დროულად იწყებოდა, ლექტორისგან უსწრაფესი უკუკავშირი, სმარტ აკადემიის გუნდიც მუდმივ მზადყოფნაშია. ჩემს პრაქტიკაში საუკეთესო ლექტორია.

ანა ჯაფარიძე

 თიოს მიერ ლექციებში ჩადებული მონდომება და შრომი სცდება მოლოდინს. საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მისი კურსის გავლა.  ენთუზიაზმი და მისი საქმისადმი სიყვარული დასაფასებელია.

ზურა ძიგუა

კურსის გავლის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი კარიერული განვითარების გზაზე - დავიწყე სტაჟირება Port:80-ში. სრულად

ვერა გაბიძაშვილი

მთლიანად კურსი იყო კარგად დაგეგმილი. თიო გამოირჩეოდა ძალიან საინტერესო ლექციებით. ხსნიდა მარტივად და გასაგებად.

ნინო ცაბოშვილი

ძალიან კმაყოფილი ვარ კურსის, როგორც ტექნიკური ისე შინაარშობრივი თვალსაზრისით. პროგრამას ეხლა მეორედ გავდივარ და იდეალურადაა გაწერილი. ასევე ლექტორი  მოტივირებული, ენერგიული და ყურადღებიანი იყო პირველივე ლექციიდან- კურსის დასრულებამდე. 

თიკა ლეჟავა

ვარ უზომოდ კმაყოფილი კურსით, ლექტორითა და სმარტ აკადემიით. თიო არის საუკეთესო. ძალიან კმაყოფილი ვარ ლექტორით, მისი პროფესიონალიზმით, მეგობრული დამოკიდებულებითა და ადამიანობით. მადლობა თიოს.

ანონიმური შეფასება

 ძალიან მიხარია, რომ გავაკეთე სწორი არჩევანი და გავიარე თიოს კურსი, უზომოდ საყვარელი, უშუალო, მეგობრული ♥️ საკმაოდ საინტერესოდ ხსნიდა მასალას, არცერთ კითხვას არ ტოვებდა უპასუხოდ. კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ ალბათ რაც სწავლადია მაქსიმალურად ვისწავლეთ, დანარჩენი ალბათ უფრო პრაქტიკა და გამოცდილებაა.


სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

ყველა კურსი