CGI & VFX ESSENTIALS

ღირებულება 1800 ₾

განვადებით თვეში 56 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

CGI & VFX ESSENTIALS კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება CGI და VFX-ის სფეროში, მოამზადოს ისინი  ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად და მათი ინტეგრაციისთვის ვიდეოსა, რეკლამებსა და ფილმში.

რას ვისწავლი CGI & VFX ESSENTIALS კურსზე?

CGI & VFX ESSENTIALS კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • საბაზისო პროგრამების გამოყენება: Blender, After Effects, Premiere, Embergen SynthEyes და კიდევ დამატებითი პროგრამების საბაზისო ფუნქციების დამოუკიდებლად გამოყენებას;
  • მარტივი ობიექტების და გარემოს შექმნას, ტექსტურირებას და მატერიალების გამოყენებას;
  • ობიექტების და პერსონაჟების მოძრაობას და ანიმაციას, keyframe-სა და basic rigging-ის გამოყენებას;
  • ციფრული ეფექტების შექმნას ვიდეოში, ფილმებიდან და რეკლამებიდან, როგორიცაა კვამლი, ცეცხლი, წყალი და ა.შ;
  • სცენის განათება, კამერის პოზიცია, რენდერის პარამეტრების არჩევა და ფინალური ვიდეოს ექსპორტი;
  • პროექტების მართვა, ფაილების ორგანიზება, ვერსიების კონტროლი და კომუნიკაცია გუნდთან;
  • ვიზუალური სცენების დაგეგმვა და ეფექტური სიუჟეტის შექმნა CGI საშუალებებით.


კურსის ტექნიკური წინაპირობები:

  • ინგლისურის ცოდნა (B1 დონე) ან კომპიუტერული ინგლისური;
  • კომპიუტერი, რომელიც გათვლილია რენდერისთვის (საშუალო კონფიგურაცია: ძლიერი CPU, მინ. 16 GB RAM, კარგი GPU RTX სერიის). 


ლექტორის შესახებ:

  • გიორგი დოთიაშვილი: Motion Designer და VFX/CGI Generalist. 10 წლიანი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში, 2D და 3D სფეროში;
  • გიორგი არის სარეკლამო სააგენტო “CC”-ს თანამშრომელი, რომელიც მუშაობს ყველაზე ცნობილ ქართულ ბრენდებზე. ის სპეციალიზდება CGI Motion Design-ში და ქმნის ინოვაციურ, მაღალი ხარისხის ანიმაციებსა და ვიზუალურ კონტენტს სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram და სხვა). მისი მიზანია ბრენდებისთვის შექმნას გამორჩეული, მიმზიდველი და ეფექტური ვიზუალური გამოცდილება, რომელიც ზრდის ჩართულობას და აუმჯობესებს კომუნიკაციას აუდიტორიასთან;
  • გიორგი არის ვიდეო ედითინგის ოფიცერი Adjarabet-ში, რომელიც ქმნის კრეატიულ და ხარისხიან ვიდეო კონტენტს სოციალური მედიისთვის;
  • გიორგი არის 3D და CGI სპეციალისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება როგორც ქართულ სტარტაპებთან, ასევე საერთაშორისო დამკვეთებთან თანამშრომლობაში. ის გამოირჩევა კრეატიულობით, დეტალების მიმართ სიზუსტით და თანამედროვე ვიზუალური ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით. გიორგის მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის CGI და ვიზუალური ეფექტების შექმნა, რაც მის პროექტებს განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის.
  • გიორგი დოთიაშვილის პორტფოლიო: https://www.behance.net/dotiashvili   


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

ყველა კურსი