LINUX ESSENTIALS - LPI LINUX ESSENTIALS 010-160 გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

ღირებულება 1090 ₾ 790 ₾

განვადებით თვეში 25 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Linux Essentials კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს სისტემური და პრაქტიკული ცოდნა Linux ოპერაციული სისტემის საფუძვლებზე. კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ფაილურ სისტემებთან, მომხმარებლებისა და ნებართვების მართვასთან, ქსელურ კონფიგურაციასთან და საბაზისო სკრიპტირებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს. ინტენსიური პრაქტიკული სავარჯიშოებისა და მოდელირებული გამოცდის მეშვეობით, კურსი უზრუნველყოფს მონაწილეთა მომზადებას LPI Linux Essentials (010-160) გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად და მომავალი პროფესიული განვითარების მყარი საფუძველის შექმნას სისტემური ადმინისტრირების მიმართულებით.

კურსის მსმენელებს შეუძლიათ:

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • Linux-ისა და ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის ევოლუცია და ფილოსოფია;
  • Linux-ის სამუშაო გარემოსა და ბრძანების ხაზის ინტერფეისში ნავიგაციას;
  • ფაილების, კატალოგებისა და ძირითადი სისტემური ადმინისტრირების ამოცანების მართვას;
  • Linux-ის უსაფრთხოების საფუძვლები და მომხმარებელთა მართვა;
  • ტექსტურ ფაილებთან, არქივებთან და ძირითადი სკრიპტინგის კონცეფციებთან მუშაობას;
  • LPI Linux Essentials გამოცდის (010-160) წარმატებით ჩაბარებას, სურვილის შემთხვევაში.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე? 

  • კომპიუტერი 8GB+ RAM-ით;
  • 50GB+ თავისუფალი დისკის ადგილი ვირტუალური მანქანებისათვის.

ლექტორის შესახებ: 

  • გიორგი ბასილაია 25 წელზე მეტია ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და ამ პერიოდში გაიარა გზა მკვლევრიდან უნივერსიტეტის პროფესორამდე და დამწყები ტექნიკოსიდან IT დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე;
  • გიორგის გამოცდილება აერთიანებს როგორც აკადემიურ საქმიანობას, ისე პრაქტიკულ მენეჯერულ მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Microsoft, Amazon, IBM, Dell, HP-Enterprise, VMWare და სხვა;
  • მისი საქმიანობის მიმართულებებია:
    • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეალურ ამოცანებში და პროფესიულ სფეროებში;
    • კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული სისტემების დაცვა;
    • No-Code და ავტომატიზაციის ინსტრუმენტები, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს;
    • განათლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
  • გიორგი არის:
    • 14 სამეცნიერო სტატიის ავტორი საერთაშორისო ჟურნალებში (3388 ციტირებით Google Scholar-ის მიხედვით);
    • 10 საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი;
    • 18 საერთაშორისო კვლევითი პროექტისა და გრანტის მონაწილე ან ხელმძღვანელი (NATO, USAID, ERASMUS და სხვ.).

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

ვიდეო მონტაჟი - ADOBE PREMIERE PRO

სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეო ედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.

ყველა კურსი