ChatGPT, Claude და Gemini უფასოდ: შექმენი ფოტო, ვიდეო ან თამაში 1 წუთში

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

 

✨ 25 მაისს, 20:00 საათზე სმარტ აკადემია გიწვევს უფასო ვორქშოფზე "ChatGPT, Claude და Gemini უფასოდ: შექმენი ფოტო, ვიდეო ან თამაში 1 წუთში"

✨ შეხვედრას წარუძღვება სმარტ აკადემიის AI - ხელოვნური ინტელექტის კურსისა და AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის ლექტორი, გიორგი ბასილაია.

📌 ინტერაქტიულ 40-წუთიან შეხვედრაზე აღმოაჩენთ სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს ფასიან AI მოდელებზე სრულიად უფასო წვდომას გაძლევთ. ლაივ რეჟიმში, ყოველგვარი კოდის წერისა და ფინანსური ხარჯების გარეშე, ჩვენ ერთად გამოვცდით უახლეს პრომპტის ტექნიკას, შევქმნით 3 პრემიუმ ფოტოს, 2 კინემატოგრაფიულ ვიდეოს და ავაწყობთ 2 ცნობილ რეტრო თამაშს.

✨ დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე შეხვედრის ბმული



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

ყველა კურსი