გართობის თეორია: რა უნდა ვიცოდეთ გეიმიფიკაციაზე

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

სმარტ აკადემია 17 თებერვალს, 21:00 საათზე, გიწვევს ვორქშოფზე: ,,გართობის თეორია: რა უნდა ვიცოდეთ გეიმიფიკაციაზე''

მარტივად რომ ვთქვათ, გეიმიფიკაცია არის მეთოდი, როცა არაგასართობ გარემოში თამაშის ტექნიკები გამოიყენება, მაგალითად განათლებაში, ბიზნესში და სხვა. ასევე ამ ტექნიკას იყენებენ კრეატიული კამპანიების დაგეგმვის დროს

ვორქშოფს წარუძღვება Hans & Gruber-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი - გიორგი კვიტატიანი

  • ის პირველ რიგში გაგვაცნობს თავის საქმიანობას და მოგვიყვება საკუთარ კარიერულ გზაზე
  • ისაუბრებს, თუ რატომ არის გეიმიფიკაცია საინტერესო თემა და რაში შეიძლება ის გამოიყენოს ადამიანმა დასაქმების კუთხით
  • წამყვანი განმარტავს გეიმიფიკაციის არსს და მოგვიყვანს პრაქტიკულ მაგალითებს
  • აგვიხსნის რა არის გართობის თეორია, რას მოიცავს ეს ფრაზა და რატომ უდევს გემიფიკაციას საფუძვლად
  • განგვიმარტავს 4 კომპონენტიან მოდელს (ესთეტიკა, ტექნოლოგია, სთორი და მარკეტინგი), რომელსაც თავად იყენებს კამპანიების დაგეგმვისას და რომლის დახმარებითაც ახდენს გემიფიკაციისაც გაშლას
  • გარდა თეორიული ნაწილისა, დამსწრეები შეასრულებენ 2 პრაქტიკულ სავარჯიშოს - ერთს გეიმინიგზე და ერთსაც კამპანიაზე

და, რა თქმა უნდა, წამყვანი უპასუხებს ყველა დასმულ შეკითხვას

დარეგისტრირდი და შეინახე შეხვედრის ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

ყველა კურსი