რა უნდა იცოდე სოციალურ მედია მარკეტინგზე

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 15 დეკემბერს, 21:00 საათზე, ფრილანსერების ჯგუფში, სმარტ აკადემიისა და Awork-ის კოლაბორაციით, ჩატარდება უფასო შეხვედრას: ,,რა უნდა იცოდე სოციალურ მედია მარკეტინგზე''

? შეხვედრას გაუძღვება ნათია ზარნაძე, რომელი 7 წელზე მეტია მუშაობს სოციალური და ციფრული მედია მარკეტერის პოზიციაზე

✨ ლექციაზე გაიგებ:

📌 რა არის სოციალური მედიის მარკეტინგი

📌 რა ადგილი უჭირავს სოციალური მედიის მარკეტინგს კომპანიების მარკეტინგულ აქტივობებში 

📌 რა ფუნქციები და მოვალეობები აკისრიათ სოციალური მედიის მენეჯერებს 

📌 რა უნარები და ცოდნა უნდა ჰქონდეთ სოციალური მედიის მენეჯერებს 

📌 დასაქმებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივები სოციალური მედიის მენეჯერებისთვის

☀️ ვინ არის ნათია ზარნაძე?

კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის ციფრული რეკლამისა და ანალიტიკის ხელმძღვანელია.

📌 მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორიცაა McDonald’s, Elit Electronics, Askaneli, Radisson Hotels, Adjara Group, PSP, TKT GE, Georgian Football Federation, Huawei Mobile, Lenovo Georgia & Armenia და სხვ.

📌 2017-2019 წლებში ნათია იყო მარკეტინგული სააგენტო Gingers-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელი; 2020 წელს კი Meta Agency-ში სოციალური მედიისა და კონტენტის მიმართულების უფროსის პოზიციას იკავებდა. 

📌 ნათიას აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს სხვადასხვა დროს მარკეტინგული კვლევების, არაციფრული მედიისა და მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას. 

📌 დარეგისტრირდი ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული

📌 კურსის განახლებული სილაბუსის შესახებ ინფორმაცია იხილე აქ:

? https://smartacademy.ge/trainings/105-Social-Media-Marketing


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

ყველა კურსი