სად იკრიბებიან ცნობისმოყვარე ადამიანები?

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 22 მარტს, 20:00 საათზე, გაიმართება უფასო მასტერკლასი: „სად იკრიბებიან ცნობისმოყვარე ადამიანები?“

📌 მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე, დროსა თუ გარემოში მცხოვრებ კრეატიულ ადამიანებს ერთი რამ აქვთ საერთო - ცნობისმოყვარეობა

📌 თუ გაინტერესებს მარკეტინგი, ბრენდის შენება და სარეკლამო სფერო, შემოგვიერთდი მასტერკლასზე და აღმოაჩინე ის ბავშვური ცნობისმოყვარეობა, რომელიც შემოქმედებით, თუ რუტინულ საქმიანობას სახალისოს გახდის

📌 ღონისძიებაზე გაიგებ, როგორ გამოიყენო ცნობისმოყვარეობა კრეატიული საქმიანობისას, რაც დაგეხმარება, შექმნა გამორჩეული კამპანიები და კომუნიკაცია, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება შენი ბრენდის მომხმარებლისთვის

📌 მასტერკლასი დატვირთული იქნება პრაქტიკული ხასიათის სავარჯიშოებით - მოიმარჯვე კალამი/ფურცელი და შემოგვიერთდი! ?

? მასტერკლასს ჩაატარებს ქეთი მეფარიძე

📌 ქეთი მეფარიძე თიბისის მარკეტერი და LEVEL C-ის (ბრენდინგის სწავლების საერთაშორისო პროგრამის) სერტიფიცირებული სპეციალისტია;

📌 ქეთის გამოცდილება მოიცავს როგორც საბანკო, ისე სარეკლამო სფეროში მუშაობას და 20-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას. სარეკლამო ინდუსტრიაში ქეთის გამოცდილება დაკავშირებულია კრეატიულ სააგენტო ,,ლივინგსტონთან“, სადაც იგი ექაუნთ მენეჯერად და ქოფირაითერად მუშაობდა, საფინანსო ინდუსტრიაში კი - საქართველოს ბანკთან და ტერაბანკთან;

📌 ქეთი ავტორია მოთხრობების კრებულისა ,,მეზობლად“, რომელიც პრემია ,,ლიტერას“ ფინალისტი გახდა. იგი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის: ,,შემოდგომის ლეგენდა“, ,,ინსომნია“, ,,ალუბლობა“ და სხვ.

📌 დარეგისტრირდი მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.

ყველა კურსი