პროფესია - პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

? 30 მარტს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: ,,პროფესია - პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი''

☀️ ნანიკო გულისაშვილი მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას და მოგვიყვება, რატომ არის პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის პროფესია ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი

📌 ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 პროდუქტის მარკეტინგი, როგორც მომხმარებლის ხმა კომპანიაში

📌 როგორ შევქმნათ და გავყიდოთ მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტი

📌 რა უპირატესობები აქვს პროდუქტის მარკეტინგის მეთოდებს ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით

📌 რა მოვალეობები და უნარები აქვს პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერს

📌 პროდუქტის მარკეტინგის წარმატებული კამპანიების მაგალითები ბრენდებისგან 

📌 რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია თანამედროვე ბაზარზე

📌 რა ტიპის კომპანიებს სჭირდებათ პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი

📌 რამდენია ანაზღაურება როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე

📌 რამდენ ხანშია შესაძლებელი პროდუქტის მარკეტინგის შესწავლა

?‍♀️ ვინ არის ნანიკო გულისაშვილი?

? ნანიკო გულისაშვილი არის Adjarabet.com-ის კაზინოს პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერი. ის უშუალოდ მონაწილეობს ახალი პროდუქტის შექმნის, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ქმნის პროდუქტს, ახდენს მის პოპულარიზაციას და ახორციელებს მონიტორინგს. თანამშრომლობს კრეატიულ და დეველოპერულ გუნდთან ინოვაციური პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე.

? ის არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი და კონსულტანტი მარკეტინგის მიმართულებით

? ნანიკოს აქვს მარკეტინგის გუნდთან მუშაობის 6+ წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობს სხვადასხვა ინდუსტრიებთან ტექნოლოგიურ და საცალო ბიზნესში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

? დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული

 


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ისწავლე მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით

ყველა კურსი