აღმოაჩინე STEM(P) სუპერძალები - უფასო გაკვეთილი ბავშვებისთვის

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

თუკი ოდესმე გიფიქრია, რომ შენი წარმოსახვის საზღვრებს გასცდენოდი და ახალი უნარები, ინტერესები და ჰობი აღმოგეჩინა, მაშინ 15 თებერვალს, 19:00 საათზე გიწვევთ უფასო გაკვეთილზე, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენი STEM(P) სუპერძალები

✅ გაკვეთილზე შეძლებთ მეტი გაიგოთ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და პროგრამირების შესახებ

✅ შეძლებთ მეტი გაიგოთ ინოვაციური გამოგონებების შესახებ და შეიმეცნოთ ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ამ ყველაფრის შესაქმნელად იყენებენ

✅ ისწავლით თუ როგორ შექმნათ მობილური აპლიკაცია MIT App Inventor-ის გამოყენებით

✅ გაიგებთ მეტს თუ როგორ აპროგრამებენ დრონებს პროგრამირების ენა Python-ის გამოყენებით.

📌 შეხვედრის ბოლოს გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც უფრო მეტს გაიგებთ ამ კურსის შესახებ

✨ ლექტორის შესახებ:

  •  მაიკო მეკოკიშვილი სწავლობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე
  • სწავლობდა ესტონეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში STEAM მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო დრონების დაპროგრამებაში
  • მაიკო იმყოფებოდა ბოსტონის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 1 თვიანი საგანმანათლებლო პროგრამით
  • გამოცდილება აქვს პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა: WEB და Android აპლიკაციები, Machine Learning, Python Django, C++
  • მას აქვს რამდენიმეწლიანი სწავლების გამოცდილება ბავშვებთან და მოზრდილებთან, Smart Academy-ის Backend Development with Python კურსის ლექტორის ასისტენტის ამპლუაში

📌 გაკვეთილი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული. ფიზიკურ სივრცეში დასწრების მსურველები კი დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 67 00 67 ან მოგვწერეთ Facebook-ზე.



კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 596 46 00 11 მარი

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

ყველა კურსი