პროფესია - სოც. მედია მენეჯერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 12 ივნისს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ღია ლექციაზე - "პროფესია - სოც. მედია მენეჯერი"

📌 ლექციაზე გაიგებ, რატომ უნდა ისწავლო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი პროფესია - სოციალური მედია მარკეტინგი და რა უპირატესობები აქვთ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს

☀️ ალექსანდრა კნიაზიანი მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას და მოგვიყვება როგორ გახდა სოციალური მედიის სპეციალისტი

📌 ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 რა არის სოციალური მედია მარკეტინგი და რა როლი აქვს მას? 

📌 რა უნდა იცოდე, რომ იყო სოციალურ მედიაში? 

📌 რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია თანამედროვე ბაზარზე? 

📌 რა მოვალეობები და უნარები აქვს სოციალურ მედია მენეჯერს? 

📌 რა ტიპის კომპანიებს სჭირდებათ სოციალური მედიის მენეჯერი? 

📌 რამდენია ანაზღაურება ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე? 

📌 რამდენ ხანში არის შესაძლებელი სოციალური მედიის მართვის შესწავლა?

?‍♀️ ვინ არის ალექსანდრა კნიაზიანი?

? ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის (1986 წელს დაარსებული სააგენტო, რომელიც გლობალურ სააგენტოების ტოპ სამეულშია) თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. იგი, ასევე, არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ასევე, საერთაშორისო ბრენდებთან;

? თეორიული ცოდნის პარალელურად, მას აქვს სოციალური მედიის სფეროში მუშაობის 7+ წლიანი გამოცდილება და უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, Raffaello, Magnum, ETi, Phaiser, Coca-Cola, Dove, AXE, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, CIF, Manamo, თბილისის მარათონი, მუსიკის სახლი, ნატახტარი და სხვა;

? ალექსანდრა არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მუშაობის 5 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა და მუშაობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტებული ჟურნალისტი;

? ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: TV და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სასტელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც. მედია ტექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, ხმის პროდაქშენი სატელევიზიო სარეკლამო რგოლებისთვის (ე.წ. VO), POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა, მარკეტინგული/კრეატიული გუნდის მენეჯმენტი, საქართველოს ბაზრის კვლევები;

? პროფესიული საქმიანობის პარალელურად, იგი თავისუფალ დროს დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, კერძოდ კი ეხმარება დაობლებული ბავშვების ფონდს საგანმანათლებლო განვითარების საკითხებში.

? დასწრება თავისუფალია


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 596 46 00 11 მარი

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

ყველა კურსი