როგორ (და რატომ) გავხდე კონტენტ მენეჯერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 20 აგვისტოს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ლექციაზე: ,,როგორ (და რატომ) გავხდე კონტენტ მენეჯერი" 


✨ ლექციას ჩაატარებს მარი ჯგუშია, Silk-ის Content Lead, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს


კონტენტ მენეჯმენტის კურსის მიზანია მოამზადოს კონტენტ მენეჯერების მომავალი თაობა, რათა მათ შეძლონ მოცემული როლისათვის განკუთვნილ ნებისმიერ სამუშაოსთან გამკლავება, ეფექტურად დაგეგმონ და აღასრულონ სხვადასხვა სახის კონტენტ სტრატეგია და დიდ კამპანიებთან შესაჭიდებლად წარმატებით ეთანამშრომლონ მარკეტინგის გუნდის სხვა წევრებს, როგორიცაა დიზაინერი, ედვერთაიზერი, სოცმედია მენეჯერი და სხვა.

ლექტორის შესახებ

  • მარიამ ჯგუშია არის კონტენტ მენეჯერი / ციფრული მარკეტერი 8+ წლიანი გამოცდილებით სფეროში;
  • ამჟამად ხელმძღვანელობს ახალი ციფრული საბანკო სერვისის, Silk-ის კონტენტ სტრატეგიას;
  • წარსულში ამავე პოზიციაზე უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: adjarabet, Formula Creative, Rustavi 2, On.ge;
  • აქვს კონტენტ და ციფრული დეპარტამენტების მართვის გამოცდილებაც სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოსა თუ მედიაში, მათ შორის Formula;
  • სააგენტოებში მუშაობის მანძილზე, როგორც კონტენტ ლიდი, ხელმძღვანელობდა ისეთი ბრენდების კამპანიებს, როგორიცაა: Rompetrol, Redbull, Natakhtari, Re|Bank, HeidelbergCement, PepsiCo და სხვა;
  • კონტენტის მართვის პარალელურად, მარიამი ციფრულ სფეროსა და ქოფირაითინგთან დაკავშირებით პერიოდულად კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ბრენდსა და პროექტს, როგორებიცაა ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა FactCheck.ge;  ასევე კონსულტაციას უწევს პოპულარულ ქართულ სერიალს - “ცვალებადი ნიშნები” - Gen Z თაობის დამახასიათებელი Tone of Voice-ის მორგებაში; 
  • ნათარგმნი აქვს სხვადასხვა ინგლისურენოვანი სტატია თუ ლიტერატურული ნაშრომი, მათ შორის რომანი “მალტის შევარდენი” და სტატიები Indigo-ს ჟურნალისთვის - “პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში”.

დარეგისტრირდი ონლაინ შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული



კონსულტაციისთვის დამიკავშირდი

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.

ყველა კურსი