როგორ გავხდე Oracle SQL დეველოპერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: ''როგორ გავხდე Oracle SQL დეველოპერი''


📌 სპიკერის შესახებ:

📌 სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება

📌 2018 წლიდან დღემდე დასაქმებულია ეროვნულ ბანკში, სადაც 2020 წლიდან იკავებს აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში

📌 2018 წლიდან დღემდე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით

📌 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით.

📌 სოსო არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული

 


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

ყველა კურსი