პროდუქტის მარკეტერი VS მარკეტერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨ 23 იანვარს, 20:00 საათზე სმარტ აკადემია გიწვევთ უფასო ღია ლექციაზე - "პროდუქტის მარკეტერი VS მარკეტერი" 

კურსზე გაიგებ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.


ლექტორის შესახებp face="bpg_mrgvlovani_caps_2010">

✨ თიბისის ციფრული ბანკინგის (მობაილ/ინტერნეტ ბანკი/ციფრული პროდუქტები) მარკეტინგის  მიმართულების ლიდი;
✨ მას აქვს პროდუქტის მარკეტინგში 10+ წელზე მეტი გამოცდილება;
✨ მისი გამოცდილება, პროდუქტის მარკეტერების ლიდის პოზიციაზე,  მოიცავს ციფრული პროდუქტების ყველა სეგმენტის (მას რითეილი, კონცეპტი, ბიზნეს კლიენტები) ციფრული პროდუქტების ზრდის სტიმულირებასა და 360 გრადუსიანი მასშტაბის მქონე კამპანიების მართვას;
✨ უმუშავია ციფრული პროდუქტების მიმართულებით სტაჟიორების და პროდუქტის მენეჯერების მენტორის პოზიციაზე;
✨ სალი არის 40-ზე მეტი დამოუკიდებელი (ფრილანს) პროექტის ხელმძღვანელი - ბრენდინგის, სტრატეგიის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
✨ არის TBC Game-ის, პირველი ციფრული საბანკო თამაშის შექმნის იდეის ავტორი.
✨ TOUCH Platform-ის მოწვეული სპიკერი;
✨ საქართველოში პირველი სამაგიდო თამაშების კლუბის “Tsibakha Game Club”-ის თანადამფუძნებელი;
✨ ექაუნთის მენეჯერის პოზიციაზე უმუშავია საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოში “Saatchi & Saatchi Tbilisi” ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა Nestle, Bosch, Leibniz, Lowenbrau და სხვა;
ის არის ბიზნეს ადმინისტრაციის მაგისტრი (MBA).

 
დარეგისტრირდი ონლაინ მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული ? 


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი: სრული ციკლი გამოთვლებიდან რეპორტებამდე

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში - EXPRESS COURSE

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში EXPRESS არის 18-საათიანი კონცენტრირებული კურსი, რომელიც სამ კვირაში გაძლევს ყველაზე აქტუალურ AI უნარებს. პროგრამა მოიცავს გენერაციული AI-ის საფუძვლებს, Prompt Engineering-ის მოწინავე ტექნიკებსა და წამყვანი მოდელების - ChatGPT, Claude და Gemini - პრაქტიკულ გამოყენებას.

ყველა კურსი