AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში - EXPRESS COURSE
-
- ლექტორი გიორგი ბასილაია
-
- შეხვედრა
-
Online
1 თვე, 6 შეხვედრა - 18 სთ
-
- თარიღი
- 17 ივნისი
-
ორშაბათი 19:30 - 22:30 სთ
ოთხშაბათი 19:30 - 22:30 სთ
ღირებულება 790 ₾
განვადებით თვეში
25 ₾-დანAI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში EXPRESS არის 18-საათიანი კონცენტრირებული კურსი, რომელიც სამ კვირაში გაძლევს ყველაზე აქტუალურ AI უნარებს. პროგრამა მოიცავს გენერაციული AI-ის საფუძვლებს, Prompt Engineering-ის მოწინავე ტექნიკებსა და წამყვანი მოდელების - ChatGPT, Claude და Gemini - პრაქტიკულ გამოყენებას.
მსმენელები დაეუფლებიან AI-ზე დაფუძნებულ კვლევას Perplexity-ითა და NotebookLM-ით, ვიზუალური კონტენტის გენერაციას GPT Image 2-ითა და Google Nano Banana 2-ით, პრეზენტაციების შექმნას Gamma AI-ით და ვიდეო გენერაციას Google Flow-ით (Veo 3.1).
პრაქტიკული ბლოკი მოიცავს სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას Make.com-ით, AI Agents-ისა და MCP (Model Context Protocol)-ის გამოყენებას, ვებ-აპლიკაციების შექმნას Lovable.dev-ითა და Google Antigravity-ით. კურსი სრულდება პერსონალური AI ასისტენტების გამართვით (Custom GPTs, Claude Projects), AI უსაფრთხოების (PII, EU AI Act) საკითხებით და საკუთარი AI Playbook-ის შედგენით.
AI კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- ChatGPT, Claude და Gemini მოდელების სწორად შედარებასა და შერჩევას კონკრეტული ბიზნეს ამოცანისთვის
- პროფესიონალური პრომპტების შექმნას CLEAR Framework-ითა და Chain-of-Thought ტექნიკით
- Perplexity-ისა და NotebookLM-ის გამოყენებას სიღრმისეული, წყაროებზე დაფუძნებული კვლევისთვის
- სარეკლამო ვიზუალების, სლაიდებისა და ვიდეოების გენერაციას სრული AI კონტროლით
- ყოველდღიური სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას Make.com-ზე და AI აგენტების დაგეგმვა
- მუშა, ბაზასთან დაკავშირებული ვებ-აპლიკაციის შექმნას კოდის გარეშე Lovable.dev-ში
- პერსონალური Custom GPT ასისტენტების ან Claude Projects-ის გამართვას გუნდისთვის
- პირადი AI Playbook სტრატეგიის ჩამოყალიბებას და ფინალური პროექტის წარდგენას
ლექტორის შესახებ:
- გიორგი ბასილაია 25 წელზე მეტია ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და ამ პერიოდში გაიარა გზა მკვლევრიდან უნივერსიტეტის პროფესორამდე და დამწყები ტექნიკოსიდან IT დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე;
- გიორგის გამოცდილება აერთიანებს როგორც აკადემიურ საქმიანობას, ისე პრაქტიკულ მენეჯერულ მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Microsoft, Amazon, IBM, Dell, HP-Enterprise, VMWare და სხვა;
- მისი საქმიანობის მიმართულებებია:
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეალურ ამოცანებში და პროფესიულ სფეროებში;
- კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული სისტემების დაცვა;
- No-Code და ავტომატიზაციის ინსტრუმენტები, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს;
- განათლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
- გიორგი არის:
- 14 სამეცნიერო სტატიის ავტორი საერთაშორისო ჟურნალებში (3388 ციტირებით Google Scholar-ის მიხედვით);
- 10 საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი;
- 18 საერთაშორისო კვლევითი პროექტისა და გრანტის მონაწილე ან ხელმძღვანელი (NATO, USAID, ERASMUS და სხვ.).
- მისი სწავლების სტილი დაფუძნებულია პრაქტიკაზე - ყოველი თეორიული თემის შემდეგ სტუდენტები მუშაობენ რეალურ ამოცანებზე. ეს მიდგომა კურსს აქცევს არა მხოლოდ ინფორმაციულს, არამედ პრაქტიკულ გზამკვლევად, რომელიც აუდიტორიას ეხმარება AI-ის ინტეგრირებაში საკუთარ სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.