ღია კარის დღე - ტექნოლოგიების მიმართულება

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 5 თებერვალს, 19:00 საათიდან, სმარტ აკადემია გიწვევს ღია კარის დღეზე, სადაც განვიხილავთ ტექნოლოგიების მიმართულების კურსებს.

გიზიარებთ ღია კარის დღის აჯენდას:

📌 გეგა ჯღარკავა - 19:00 - Data Analytics & BI Development
✨ გიორგი ბასილაია - 19:30 - AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში
✨ ნინო ძამაშვილი - 20:00 - IT პროექტების მართვა და Agile გუნდის ფასილიტაცია
✨ ალინა ბრეგვაძე - 20:30 - Front-End Development & SEO

დარეგისტრირდი Online შეხვედრაზე, მოინიშნე შენთვის სასურველი თემა და შეინახე დასწრების ბმული ? 

 


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებას, ფოტორეალისტური რენდერების შექმნასა და Photoshop-ში პოსტპროდაქშენს.

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

ყველა კურსი