Portfolio Review: რა მუშაობს და რა არა დიზაინში

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌12 მაისს, 21:00 საათზე, გიწვევთ ონლაინ მასტერკლასზე: Portfolio Review - რა მუშაობს და რა არა დიზაინში

📌მასტერკლასზე გაიგებთ, რა აქცევს პორტფოლიოს კონკურენტუნარიანს, რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები და რომელი შეცდომები გვხვდება ყველაზე ხშირად პორტფოლიოებში.

მასტერკლასის ფარგლებში, ლექტორი განიხილავს დამსწრეთა მიერ გაზიარებული პორტფოლიოებიდან რამდენიმე ნამუშევარს.

მონაწილეობის მისაღებად გაგვიზიარეთ თქვენი პორტფოლიო:
content@smartacademy.edu.ge

📌 უფასო მასტერკლასს გაუძღვება:
ანა გუგუტიშვილი - Art Director / Head of Design, რომელსაც აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებსა და კომპანიებთან მუშაობის 10+ წლიანი გამოცდილება.
ანა არის Cannes Lions International Festival of Creativity-ის გამარჯვებული Print კატეგორიაში და აქვს გამორჩეული ნამუშევრები სხვადასხვა პრინტსა და ციფრულ მედიაში.

✨ დარეგისტრირდი და შეინახე დასწრების ბმული


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ყველა კურსი