IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

ღირებულება 2200 ₾ 2050 ₾

განვადებით თვეში 64 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.


სასწავლო კურსის შედეგები

IT პროექტების მართვის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და საფუძვლები; 
  • ციფრული პროექტების ინიცირების და განვითარების ეტაპები;
  • ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები;
  • პროექტის მენეჯერის და პროექტში ჩართული სხვადასხვა როლების ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; 
  • Agile-ის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა მეთოდოლოგიები;
  • ციფრული პროექტების შექმნა Waterfall, Scrum-ის გამოყენებით; 
  • Agile მეთოდოლოგიებს შორის განსხვავება;
  • პროექტის შექმნისა და განვითარების გეგმების შემუშავება;
  • პროექტის შეფასების ტექნიკა;
  • პროექტის შექმნის პროცესში პროექტის მართვის Agile ან Waterfall მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობა;
  • პროექტის განვითარების გეგმის შედგენა და შესრულების ვადების მართვა; 
  • პროექტის მართვისთვის სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება;
  • შეხვედრების პროცესების სწორად წარმართვა; 
  • ციფრული პროექტის დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ტერმინების გამოყენება; 
  • ციფრული პროდუქტის დეველოპმენტის ყველა ფაზის სწორი მართვა; 
  • ციფრული პროდუქტის მხარდაჭერა, რისკების და ცვლილებების მართვა; 
  • ტესტირების და დეფლოიმენტის მეთოდოლოგიები;
  • Scrum-ის ყველა ძირითადი ღონისძიების, არტეფაქტების სრულყოფილად გამოყენება და შედეგად სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა;
  • ფუნდამენტური ფასილიტაციის უნარები;
  • თანამშრომლობითი შეხვედრების ხელშეწყობა;
  • სწრაფი პრაქტიკის ოსტატურად ხელშეწყობა;
  • უსაფრთხო სივრცის მომზადება;
  • შეხვედრის მომზადება და წარმართვა;
  • კარიერის განვითარების შემდგომი ეტაპები;
  • საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა გასაუბრებაზე.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალების წაკითხვა და გარჩევა;
  • ფასილიტაციის სესიებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურად. 

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანა ბიჩინაშვილი

 რომ შევაჯამოთ ძალიან კმაყოფილი ვარ და სხვასაც ვურჩევდი ამ კურსის გავლას,  ლექტორი ყოველთვის დროულად შემოდიოდა ლექციაზე. მკაცრად მიყვებოდა სილაბუსს და ამომწურავად, ჩვენთვის გასაგებ ენაზე გვიხსნიდა ისეთ ტექნიკურ დეტალებს რაც გაუგებარი იყო. ყოველთვის გვაძლევდა ჩვენი აზრის გამოხატვის უფლებას.

ივანე ქვათაძე

საუკეთესოდ იმუშავა ჩვენს გუნდთან. მოგვცა რეალური ცოდნა. 

ანონიმური შეფასება

 ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ ლექტორით. გსაგებად ხსნიდა ყველაფერს და გვაძლევდა დეტალურ უკუკავშირს შეკითხვებსა და დავალებებზე.


სხვა კურსები

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

ყველა კურსი